კარლ IV (სრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარლ IV ლუქსემბურგი

კარლ IV (დ. 14 მაისი, 1316, პრაღა — გ. 29 ნოემბერი, 1378, იქვე) — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი და გერმანიის მეფე 1347–1378 წლებში, ჩეხიის მეფე (კარლ I) 1346 წლიდან, ლუქსემბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. მიზნად ისახავდა სამეფო დომენის გაძლიერებასა და სამეფო ხაზინის გამდიდრებას. მისი მეფობის დროს დაარსდა პრაღის უნივერსიტეტი (1348), შეიქმნა პრაღის საარქიეპისკოპოსო (1344). კარლ IV-ის მიერ 1356 წელს გამოცემულმა ოქროს ბულამ განამტკიცა კურფიურსტების პრივილეგიები და ხელი შეუწყო გერმანიის პოლიტიკურ დეცენტრალიზაციას. მის შემდეგ იმპერატორი გახდა სიგიზმუნდ I ლუქსემბურგი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]