მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მატიაშ ჰუნიადი ან მათიას კორვინუსი (უნგრ. Hunyadi Mátyás; დ. 23 თებერვალი, 1443, კოლოჟვარი — გ. 6 აპრილი, 1490, ვენა) — უნგრეთის მეფე 1458–1490 წლებში. ქალაქებზე, წვრილ და საშუალო ფეოდალებზე დაყრდნობით ატარებდა ქვეყნის ცენტრალიზაციის პოლიტიკას. შექმნა მუდმივი ჯარი და მისი მეოხებით წარმატებით ებრძოდა ოსმალთა იმპერიას, რომელიც ემუქრებოდა უნგრეთის დამოუკიდებლობას. 1468 წელს მატიაშ ჰუნიადიმ დაიწყო ომი ჩეხეთის წინააღმდეგ, 1478 წელს შეიერთა მორავია, სილეზია და ლუჟიცი. 1485 წელს დაიკავა ვენა. მისი ხელშეწყობით პეშტში დაარსდა ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა და ტიპოგრაფია. მანვე დააარსა უნივერსიტეტი ბრატისლავაში.
უნგრეთის მონარქები |
---|
| არპადები | | |
---|
| პრჟემისლოვიჩები | |
---|
| ვიტელსბახები | |
---|
| ანჟუები | |
---|
| ლუქსემბურგები | |
---|
| ჰაბსბურგები | |
---|
| იაგელონები | |
---|
| ჰუნიადები | |
---|
| იაგელონები | |
---|
| ზაპოლიები | |
---|
| ჰაბსბურგები | |
---|
| ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები | |
---|
|