მაქსიმილიან ერნესტ ავსტრიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაქსიმილიან ერნესტი
Joseph Heintz d. Ä. 006.jpg
მშობ. სახელი Maximilian Ernst
დაბ. თარიღი 17 ნოემბერი 1583
გრაცი
გარდ. თარიღი 18 თებერვალი 1616
ზეკაის სააბატო
მშობლები მამა: კარლ II
დედა: მარია ანა ბავარიელი

მაქსიმილიან ერნესტ ავსტრიელი (გერმ. Maximilian Ernst; დ. 17 ნოემბერი, 1583, გრაცი — გ. 18 თებერვალი, 1616, ზეკაის სააბატო) — ავსტრიის ერცჰერცოგი. კარლ II-ის და მარია ანა ბავარიელის შვილი. საღვთო რომის იმპერატორის, ფერდინანდ II-ის უმცროსი ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქსიმილიან ერნესტ ავსტრიელი დაიბადა ქალაქ გრაცში. მისი ცხოვრების პირველ წლებზე ძალზედ მცირე ინფორმაცია მოიპოვება. პირველად ის ნახესენებია მაშინ, როდესაც დედასთან ერთად აცილებდა უფროს და ანას, რომელიც ცოლად გაჰყვა პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ III-ს[1].

1606 წლის 25 აპრილს, ვენაში თავის ძმა ფერდინანდთან და ბიძაშვილებთან მაქსიმილიან III-სთან და მატიასთან ერთად მაქსიმილიან ერნესტმა ხელი მოაწერა საბუთზე, რომლის მიხედვითაც მისი ბიძაშვილი, იმპერატორი რუდოლფ II გადააყენეს ფსიქიკური აშლილობის გამო და მატიასი გამოცხადდა ჰაბსბურგების ტერიტორიის ნაწილის რეგენტად[2][3].

მისმა ბიძაშვილმა, ტევტონთა ორდენის დიდმა მაგისტრმა, მაქსიმილიან III-მ მაქსიმილიან ერნესტს 1615[4] წელს ნება მისცა შეერთებოდა ორდენს, ხოლო ერთი წლის შემდეგ, 1616[5] წელს ავსტრიის ლანდკომტურად[6] დანიშნა. ერნესტი დანიშნეს მაგისტრის მოადგილედ და უკვე ცნობილი იყო, რომ გახდებოდა დიდი მაგისტრადაც. მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა 32 წლის ასაკში ისე, რომ ოჯახის შექმნა ვერ მოასწრო (თუმცა მას დარჩა უკანონო შვილი — დონ კარლოს ავსტრიელი, რომელიც გარდაიცვალა 1638[7] წელს). მაქსიმილიან ერნესტ ავსტრიელი დაკრძალულია ზეკაუს სააბატოში[8]..

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Academy of Sciences in Vienna. Historical Commission: Archiv für österreichische Geschichte, vol. XV, 1856, p. 116.
  2. Johann Sporschil, Geschichte des Entstehens, des Wachsthums und der Grösse der österreichischen Monarchie, vol. IV, F. Volckmar, 1844, p. 236.
  3. Anton Schindling, Walter Ziegler, Die Kaiser der Neuzeit: 1519-1918, C. H. Beck, 1990, p. 118.
  4. Imperial Academy of Sciences, Archiv für Österreichische Geschichte, vols. 33-34, 1865, p. 236.
  5. Friedrich Emanuel von Hurter, Geschichte kaiser Ferdinands II und seiner eltern bis zu dessen krönung in Frankfurt, Hurter Bookstore, 1850, p. 230.
  6. Johann Samuel Ersch, Allgemeine Encyclopädie der Wissenschaften und Künste, F. A. Brockhaus, 1830, S. 244. On-line
  7. Marek, Miroslav. Complete Genealogy to the House of Habsburg. Genealogy.EU.
  8. Burials of the Habsburg family in Seckau