ფრანც იოზეფ I
| ფრანც იოზეფ I | |
|---|---|
|
| |
| ავსტრიის იმპერატორი | |
| მმართ. დასაწყისი: | 2 დეკემბერი, 1848 |
| მმართ. დასასრული: | 21 ნოემბერი, 1916 |
| წინამორბედი: | ფერდინანდ I |
| მემკვიდრე: | კარლ I |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 18 აგვისტო, 1830 |
| დაბ. ადგილი: | შენბრუნის სასახლე, ვენა, ავსტრიის იმპერია |
| გარდ. თარიღი: | 21 ნოემბერი, 1916 |
| გარდ. ადგილი: | შენბრუნის სასახლე, ვენა, ავსტრიის იმპერია |
| მეუღლე: | ელისაბედ ბავარიელი |
| შვილები: | რუდოლფი |
| დინასტია: | ჰაბსბურგ-ლოთარინგიელები |
| მამა: | ფრანც კარლ ავსტრიელი |
| დედა: | სოფია ბავარიელი |
| რელიგია: | კათოლიციზმი |
ფრანც იოზეფ I (გერმ. Franz Joseph I., უნგრ. I. Ferenc József, ჩეხ. František Josef I.; დ. 18 აგვისტო, 1830, ვენა — გ. 21 ნოემბერი, 1916, იქვე) — ავსტრიის მესამე იმპერატორი და უნგრეთის მეფე 1848–1916 წლებში, ჰაბსბურგ-ლოთარინგიელთა დინასტიიდან. ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდხნიანი მმართველი მთელი მსოფლიო ისტორიის მანძილზე. ჩაახშო 1848–1849 წლების რევოლუციები ავსტრიასა და უნგრეთში. აღადგინა აბსოლუტიზმი. ავსტრიის იმპერია ავსტრია-უნგრეთის მონარქიად გარდაქმნა (1867). მისმა მთავრობამ შეაჩერა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. 1879 წელს ფრანც იოზეფ I-მა ხელი მოაწერა გერმანიასთან სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომელიც სამთა კავშირის (1882 წელი) საფუძველი გახდა. მისმა ექსპანსიონისტურმა პოლიტიკამ ბალკანეთში ხელი შეუწყო პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) დაწყებას. გარდაიცვალა 1916 წლის 21 ნოემბერს, ვენაში, 86 წლის ასაკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 394.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||