სტინგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტინგი
StingConcertBudapest2.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი გორდონ მეთიუ სამნერი
მეტსახელი სტინგი
დაბ. თარიღი 2 ოქტომბერი, 1951 (1951-10-02) (62 წლის)
უოლსენდი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი როკ-მუსიკა, ახალი ტალღა, ჯაზი, პოპი, პოპ-როკი, კლასიკა
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, მსახიობი, აქტივისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ბას გიტარა, გიტარა, ორმაგი ბასი, კლავიშიანი ინსტრუმენტები, საქსოფონი, ბარბითი
აქტიური 1971–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი A&M Records
Deutsche Grammophon
Universal Music Group
ასოციაციები The Police
Last Exit
მეუღლე ფრენსის ტომელტი (1976-1984)
ტრუდი სტაილერი (1982 - დღემდე, ოფიციალური ქორწინება - 1992)
საიტი Sting.com
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Precision Bass
Fender Jazz Bass
Fender Telecaster Bass

გორდონ მეთიუ სამნერი (დ. 1951 წლის 2 ოქტომბერს) — ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი ინგლისელი მუსიკოსი, უფრო მეტად ცნობილი ზედმეტსახელით „სტინგი“ (ინგლ. Sting, ქართ. ნესტარი). დაიბადა ქალაქ ნიუკასლში. სოლო-კარიერამდე (რომელიც 1985 წელს დაიწყო) იყო ჯგუფ The Police-ის ვოკალისტი და ბას-გიტარისტი.

ბავშვობა და პირველი ჯგუფები[რედაქტირება]

გორდონ სამნერი დაიბადა უოლსენდში, ნიუკასტლის ერთ-ერთ რაიონში,[1] ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ოდრი კოუელისა და ერნესტ სამნერის ოჯახში.იგი ყველაზე უმცროსია ოთხი შვილიდან, მას ჰყავს ძმა, ფილიპი და ორი და, ანჯელა და აიტა.ერნესტი მერძევე იყო და ბავშვებს ნამდვილი კათოლიკური წესებით ზრდიდა. იგი დადიოდა სენტ კეტბერტის სკოლაში, შემდეგ - უორვიკის უნივერსიტეტში, მაგრამ არც ერთი დაწესებულება არ დაუმთავრებია.რამდენიმე სამუშაოს შემდეგ მან დაიწყო მასწავლებლად მუშაობა კოლეჯში, ამის შემდეგ წმინდა პავლეს სახელობის პირველ სკოლაში (კრამლინგტონი) იმუშავა ორი წლის განმავლობაში. ადრინდელი წლებიდან მას სურდა მუსიკოსი ყოფილიყო. თავდაპირველად იგი გამოდიოდა ადგილობრივ ჯაზ-ბენდებში - Phoenix Jazzmen, ნიუკასტლის ბიგ-ბენდში, და The Last Exit.

ზედმეტი სახელის წარმოშობა[რედაქტირება]

სტინგი ამბობს, რომ ზედმეტი სახელი მიენიჭა ფენიქსის ჯაზმენებში ყოფნისას.მან ერთხელ ჩაიცვა შავი და ყვითელი ზოლებით გაფორმებული ზედატანი.ჯგუფის ლიდერმა, გორდონ სოლომონმა ხუმრობით აღნიშნა, რომ გორდონი ამ ტანისამოსში წააგავს ფუთკარს.სწორედ ამიტომაც მას შეერქვა სტინგი (ნესტარი).ამ სახელს იგი ყველგან იყენებს, ოფიციალური დოკუმენტების გარდა.

The Police[რედაქტირება]

1977 წლის იანვარში სტინგი საცხოვრებლად გადავიდა ლონდონში და მალე შეუერთდა სტიუარტ კოპლენდსა და ჰენრი პადოვანის (რომელსაც მალე ჩაენაცვლა ენდი სამერსი) პროექტს The Police. ჯგუფმა გამოუშვა ხუთი სტუდიური ალბომი და ერთი საკონცერტო ჩანაწერი, ასევე 1980-იან წლებში მიიღო ექვსი გრემი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წლებში ისინი რეგეის ნარევ პანკ-როკს უფრო ასრულებდნენ. მათი უკანასკნელი ალბომი Synchronicity ყველაზე წარმატებული გამოდგა, უშუალოდ, სიმღერის Every Breath You Take გამო. ჯგუფი დაიშალა 1986 წელს და აღდგა 2007 წლის დასაწყისში, საიუბილეო საკონცერტო ტურნეს მოსაწყობად.

სოლო კარიერა[რედაქტირება]

პირველი წლები[რედაქტირება]

1985 წელს სტინგმა გამოსცა პირველი სოლო-ალბომი The Dream of the Blue Turtles, რომელიც უფრო მეტად ეფუძნებოდა სტინგის საყვარელ ჟანრს, ჯაზს.საკონცერტო ტურნესთვის მან შეკრიბა საუკეთესო მუსიკოსები და გამაოგნებელი კონცერტები მოაწყო რამდენიმე ქვეყანაში.ამავე პერიოდში მან იმღერა ჯგუფ Dire Straits-ის და პროექტის Arcadia ალბომებზე.

მისი მორიგი დისკი Nothing Like the Sun გამოვიდა 1987 წელს.მასში შესულია ცნობილი სიმღერები We'll Be Together, Fragile, Englishman in New York, და Be Still My Beating Heart (რომელიც მის გარდაცვლილ დედას ეძღვნება).ალბომმა ორმაგი პლატინის სტატუსი მიიღო.მასში ასევე შესულია They Dance Alone, სიმღერა, რომელშიც სტინგი აკრიტიკებს პინოჩეტის რეჟიმს და ამ რეჟიმის მსხვერპლთა დედებთან ერთად მისტირის დაკარგულ ვაჟებს.

90-იანები[რედაქტირება]

1991 წლის ალბომზე The Soul Cages მუშაობისას გარდაიცვალა სტინგის მამა, რომელსაც ეძღვნება ეს დისკი.მან თავისებური ხასიათი შეიძინა ამ მოვლენის გამო და ბევრი მას საკმაოდ სევდიან ნამუშევრად თვლის. იმავე წელს იგი დაქორწინდა ტრუდი სტაილერთან. მისი შემდეგი ალბომი მხოლოდ 1993 წელს გამოვიდა.Ten Summoner's Tales, როგორც მას ეწოდა, უფრო ხალისიანი გამოდგა და დააბრუნა სტინგი როკ-ენ-როლის ეპოქაში.მან მიიღო გრემის პრიზი, როგორც წლის ალბომმა.

1996 წლამდე მან იმუშავა რამდენიმე ფილმის მუსიკაზე.ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა არის All for Love, დუეტი ბრაიან ადამსთან და როდ სრიუარტთან, რომელიც შეიტანეს ფილმში სამი მუშკეტერი.

მისი შემდეგი ალბომი, Mercury Falling (1996) საკმაოდ წარმატებული გამოდგა, მაგრამ მალე ამოვარდა მსოფლიოს საუკეთესო ალბომების სიიდან.საკონცერტო ტურნეს შემდეგ სტინგმა იმუშავა ანიმაციურ ფილმზე იმპერატორის ახალი თავგადასავალი, დაწერა რა სიმღერა My Funny Friend and Me.

კვლავ წარმატებით[რედაქტირება]

ალბომზე Brand New Day (1999) მუშაობისას იგი იკვლევდა ახალ ტენდენციებს პოპულარულ მუსიკაში და შეიტანა როგორც ტრადიციული ჯაზური ჰანგები, ასევე აზიური მუსიკის ელემენტები.ალბომმა დააბრუნა მუსიკოსი დიდ სცენაზე და გაიმართა წარმატებული მსოფლიო ტურნე.

2001 წლის 11 სექტემბერს დაგეგმილი იყო მცირე მასშტაბის მქონე კონცერტი მის სახლთან, იტალიაში.11 სექტემბერს მომხდარმა ტრაგედიამ ამერიკაში შეცვალა სტინგის ხალისიანი განწყობა, ამასთან, სიმღერის Fragile შეცვლილი ვერსია მიეძღვნა ამ მოვლენის ყველა მსხვერპლს.კონცერტზე ასევე შესრულდა მისი ბევრი ცნობილი სიმღერა, აკუსტიკური ინსტრუმენტების თანხლებით.

2002 წელს მან მიიღო ოქროს გლობუსი, შემდეგ წელს კი გამოუშვა სტუდიური დისკი Sacred Love, რომელზეც უფრო მეტი ელექტრონული მუსიკის ელემენტი დაამატა.მან მოაწყო საკონცერტო ტურნე და გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი დამსხვრეული მუსიკა (Broken Music).2005 წლის ივლისში მან მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საქველმოქმედო აქციაში Live 8, სადაც შეასრულა The Police-ის სამი სიმღერა.

2006 წელს მან გამოსცა მოულოდნელი ალბომი Songs from the Labyrinth.ამ დისკზე მუშაობისას იგი თანამშრომლობდა ედინ კარამაზოვთან.ორივე მუსიკოსი აქ უკრავს ბარბითზე, ხოლო ლირიკა აგებული ჯონ დოულენდის, XVII საუკუნის პოეტის ლირიკაზე.

2007 წლის თებერვალში, The Police-ის იუბილეს აღსანიშნავად, იგი შეუერთდა ჯგუფის დანარჩენ წევრებს და განაცხადა, რომ მათთან ერთად მიემგზავრება მსოფლიო ტურნეში.ჯგუფი გამოვიდა გრემის დაჯილდოვებაზე და შეასრულა ყველაზე ცნობილი სიმღერა Roxanne.

2007 წლის 28 მაისს ვანკუვერში დაიწყო The Police-ის მსოფლიო ტურნე, რომელიც გაგრძელდა 2008 წელს. ამის შემდეგ ჯგუფი კვლავ დაიშალა (ამჯერად - უკონფლიქტოდ). სტინგმა სოლო კარიერა განაგრძო.

If On A Winter's Night, შემდეგი სტუდიური დისკი, გამოვიდა 2007 წლის შემოდგომაზე. ალბომი ძირითადად შედგება ხალხური და სტინგის საავტორო სიმღერებისგან, რომლებიც საშობაო დღესასწაულებთან ასოცირდება.

2010-იანები[რედაქტირება]

ახალი სტუდიური ალბომი, Symphonicities, გამოვიდა 2010 წლის 13 ივლისს. ამ ალბომზე სტინგმა წარმოადგინა თავისი ცნობილი სიმღერების ორკესტრული ვერსიები. გამოცემას მოჰყვა მასშტაბური საკონცერტო ტურნე, რომელიც დღემდე გრძელდება. ტურნეს ფარგლებში სრულდება სიმღერების დიდი რაოდენობა ორკესტრული არანჟირებით.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სტინგის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]