ბრაიან მეი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრაიან მეი
Brian May Portrait - David J Cable.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ბრაიან ჰაროლდ მეი
დაბ. თარიღი 19 ივლისი, 1947 (1947-07-19) (66 წლის), ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი როკ-მუსიკა
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, ასტროფიზიკოსი, მწერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ბანჯო, ბას გიტარა, კლავიშიანი ინსტრუმენტები, ფორტეპიანო, ვოკალი, არფა
აქტიური 1965–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Hollywood, Parlophone
ასოციაციები Smile, Queen, Phenomena, G3, Queen + Paul Rodgers
საიტი brianmay.com
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Red Special

ბრაიან ჰაროლდ მეი (დაიბადა 1947 წლის 19 ივლისს) — ინგლისელი მუსიკოსი და ასტროფიზიკოსი, ცნობილი როგორც ჯგუფ „Queen-ის“ გიტარისტი. ბრაიანი იყენებს გიტარა „Red Special“-ს, რომელიც მამამისის დახმარებით დაამზადა. ბრაიანმა შექმნა ჰიტები როგორებიცაა: Now I'm Here, '39, Tie Your Mother Down, We Will Rock You, Who Wants to Live Forever, Hammer to Fall, Save Me, Fat Bottomed Girls, I Want It All, და Too Much Love Will Kill You.

ბრაიანმა დაიკავა 39-ე ადგილი ჟურნალ როლინგ სტოუნის რეიტინგში „ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტი“.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბრაიან მეი დაიბადა ლონდონში, 1947 წლის 19 ივლისს, ჰაროლდ და რუთ მეის ოჯახში. ბრაიანმა 7 წლის ასაკში მამის ხელმძღვანელობით დაიწყო გიტარაზე დაკვრის სწავლა და ამასთან, ფორტეპიანოზე დაკვრაშიც მეცადინეობდა. ბრაიანმა ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, 1964 წელს, ჩამოაყალიბა ჯგუფი „1984“. ამ დროისთვის მან, მამამისის დახმარებით, შეძლო დაემზადებინა საკუთარი გიტარა "Red Special" რასაც 2 წელი მოანდომა. ბრაიანმა გიტარის მასალად ტროპიკული ხის, მაჰაგონის ("წითელი ხე") ჯიშის ძალიან ძველი ნაჭერი შეარჩია. 1966 წელს მან სკოლა დაამთავრა ათი "O" და ოთხი "A" ქულით ("A" ითვლება შეფასების უმაღლეს ხარისხად, "O" - ჩვეულებრივ დონედ და ა.შ.) და 1967 წლიდან სწავლა განაგრძო უმაღლეს სასწავლებელში - "იმპერიულ კოლეჯში". "იმპერიულ კოლეჯში" ბრაიანთან ერთად სწავლობდა ტიმ სტაფელი, რომელიც ბრაიანთან ერათად უკრავდა ჯგუფ 1984-ში (რომელიც დაიშალა და მისგან მხოლოდ ბრაიან მეი და ტიმ სტაფელი დარჩნენ). ბრაიანმა და ტიმმა "იმპერიულ კოლეჯში" ჩამოაყალიბეს ახალი ჯგუფი Smile (ღიმილი). მათ დასარტყამ ინსტრუმენტზე შემსრულებლად აიყვანეს როჯერ ტეილორი. მალე შეუერთდათ ფრედი მერკური, რომელმაც ჯგუფს სახელი შეუცვალა და დაარქვა Queen.

Red Special[რედაქტირება]

ბრაიანმა, მამამისის დახმარებით დაამზადა საკუთარი გიტარა - Red Special, რასაც 2 წელი მოანდომა. ეს არ იყო ჩვეულებრივი გიტარა. ბრაიანს, გიტარაზე მუშაობის პროცესში, ბევრი სხვადასხვა კონსტრუქციის მოსინჯვა მოუხდა. გიტარის მასალად ტროპიკული ხის - მაჰაგონის ("წითელი ხე") ჯიშის ძალიან ძველი ნაჭერი შეარჩია. ჟღერადობის გასაუმჯობესებლად საგანგებო ექოპლექსი გააკეთა. თუ სტანდარტული მარყუჟის შენელება მაქსიმუმ 30 წამია, ბრაიანმა შესძლო სამჯერ გაეხანგრძლივებინა იგი. ამას თან ერთვოდა თავად მუსიკოსის კარგი ტექნიკა და დაკვრის თავისებურებული სტილი. უნდა აღინიშნოს, რომ ბრაიან მეი დაკვრისას იყენებს ექვსპენსიან მონეტას. თავისი გიტარით იგი გამოსცემს ვიოლინოს, სინთეზატორის, საყვირისა და სხვა ინსტრუმენტების ხმებს.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

ალბომები

სტუდიური ალბომები

წელი ალბომი ბრიტანეთი[2] აშშ[2]
1983 Star Fleet Project 35[2] 125
1992 Back to the Light 6 159
1998 Another World 23
2000 Furia (საუნდტრეკი)

ცოცხალი ალბომები

წელი ალბომი ბრიტანეთი[2] აშშ
1993 Live at the Brixton Academy 20

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]