Nothing 'Bout Me

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Nothing 'Bout Me“
სინგლისტინგი
ალბომიდან Ten Summoner's Tales
გამოსვლის თარიღი 1993
ჟანრი როკი
ხმისჩამწერი ლეიბლი A&M
ავტორ(ებ)ი სტინგი
პროდიუსერი სტინგი, ჰიუ პეჯემი
სტინგი — სინგლების ქრონოლოგია
„Fields of Gold“
(1993)
Nothing 'Bout Me
(1993)
„Shape of My Heart“
(1993)

Nothing 'Bout Me“ — ინგლისელი მომღერალ და მუსიკოს სტინგის სიმღერა და სინგლი, რომელიც გამოიცა 1993 წელს. იგი შეტანილია მუსიკოსის მეოთხე სტუდიურ ალბომში Ten Summoner's Tales. სიმღერა სრულდებოდა სტინგის 1993/1994 წლების ტურნეს ფარგლებში.

სტინგის თქმით, „რთულია, ვინმეს კარგად იცნობდე, ამისათვის აუცილებელია იგი გიყვარდეს მისი კარგი და ცუდი თვისებების გამო. მისი აზრით, მას არავინ იცნობს ისე კარგად, როგორც მისი ოჯახი.“[1] ამ სიმღერაში ის ნაწილობრივ აკრიტიკებდა ხალხს, რომელიც მასზე ათას ჭორს თხზავდა.

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nothing 'Bout Me (რემიქსი ჩასაბერი ინსტრუმენტებით) - 3:19
  2. Nothing 'Bout Me (რემიქსი) - 3:19
  3. Nothing 'Bout Me (ალბომის ვერსია) - 3:09

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ინფორმაცია სტინგის ოფიციალურ საიტზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-07. ციტირების თარიღი: 2014-12-30.