Pavarotti & Friends — პროექტ Pavarotti and Friends-ის 1992 წელს, მოდენაში გამართული საქველმოქმედო კონცერტის ჩანაწერი. იგი გამოვიდა 1993 წელს, ლეიბლზე Decca Records. ჩანაწერზე წარმოდგენილია ლუჩანო პავაროტის დუეტები სხვადასხვა ცნობილ შემსრულებელთან. აგრეთვე გამოვიდა ვიდეოს სახით.
ეს იყო პირველი კონცერტი მსგავსი კონცერტების სერიაში, რომლებიც 2000-იან წლებამდე, პავაროტის გარდაცვალებამდე გაგრძელდა.