Acoustic Live in Newcastle

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Acoustic Live in Newcastle
ცოცხალი ალბომი - სტინგი
გამოცემის თარიღი ნოემბერი, 1991
ჩაიწერა 20 აპრილი, 1991
ჟანრი პოპ-როკი
ჯაზი
ლეიბლი A&M
პროდიუსერი ჰიუ პეჯემი
სტინგის ცოცხალი ალბომები - ქრონოლოგია
The Soul Cages
(1991)
Acoustic Live in Newcastle
(1991)
...All This Time
(2001)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic შეფასების გარეშე[1]

Acoustic Live in Newcastleსტინგის აკუსტიკური ცოცხალი ალბომი. იგი ჩაიწერა და გამოიცა ალბომის The Soul Cages შემდეგ. სტინგმა გამართა სპეციალური აკუსტიკური კონცერტი, შეზღუდული რაოდენობის მსმენელებისათვის, სადაც, რამდენიმე ცნობილ ჰიტთან ერთად, შეასრულა ცნობილი სიმღერა Ain't No Sunshine. ალბომი გამოვიდა 1991 წელს.

ყუთის სახით გამოცემულ ალბომს თან ახლავს 89 გვერდიანი წიგნი ილუსტრირებული ლირიკა, სადაც წარმოდგენილია სტინგის სიმღერების ტექსტები, გაფორმებული ილუსტრატორ რობერტ გლიგოროვის მიერ. ნახატები სხვადასხვა სტილის არის წარმოდგენილი, ასევე კომიქსის განხრითაც.

სიმღერების სია[რედაქტირება]

  1. Mad About You - 5:31
  2. Ain't No Sunshine - 5:09
  3. Island of Souls - 8:28
  4. The Wild Wild Sea - 6:02
  5. The Soul Cages - 6:17

ეს ჩანაწერები აგრეთვე გამოიცა სინგლის „Seven Days“ სხვადასხვა ვერსიების B-გვერდებზე. (სიმღერები 1-2 ერთ ვარიანტში, სიმღერები 3-5 - სხვა გამოცემაში).

პერსონალი[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • Sting.com მთლიანი შოუს მიმოხილვა

სქოლიო[რედაქტირება]