Outlandos d'Amour

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Outlandos d'Amour

სტუდიური ალბომი - The Police
გამოცემის თარიღი 2 ნოემბერი, 1978
ჩაიწერა იანვარი–ივნისი, 1978
ჟანრი
ხანგრძლივობა 38:14
ლეიბლი A&MAMLH 68502
პროდიუსერი The Police
The Police - ქრონოლოგია
Outlandos d'Amour
(1978)
Reggatta de Blanc
(1979)
სინგლები ალბომიდან Outlandos d'Amour
  1. „Roxanne“
    გამოვიდა: აპრილი, 1979
  2. „Can't Stand Losing You“
    გამოვიდა: ივნისი, 1979
  3. „So Lonely“
    გამოვიდა: თებერვალი, 1980
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
AllMusic 4.5/5 stars[1]
Chicago Tribune 3/4 stars[2]
Encyclopedia of Popular Music 4/5 stars[3]
The Rolling Stone Album Guide 4/5 stars[4]
Smash Hits 7/10[5]
The Village Voice B+[6]

Outlandos d'Amourინგლისური როკ-ჯგუფ The Police-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 1978 წლის 2 ნოემბერს, A&M Records-ზე. წამყვანი სინგლის „Roxanne“ წარმატებით, Outlandos d'Amour მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის მე-6 პოზიციაზე, ხოლო აშშ-ში 23-ე იყო. RIAA-მ მას აშშ-ში გაყიდული მილიონზე მეტი ასლისთვის პლატინის სტატუსი მიანიჭა. ალბომიდან აგრეთვე გამოიცა ორი, შემდგომში წარმატებული სინგლი „Can't Stand Losing You“ და „So Lonely“.

მიუხედავად იმისა, რომ გამოცემის ეტაპზე ალბომმა არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო, კრიტიკოსები მას დღეს თვლიან რომელიმე ჯგუფის თუ შემსრულებლის ერთ-ერთ საუკეთესო სადებიუტო ნაშრომად. Rolling Stone-ის ყველა დროის 100 საუკეთესო სადებიუტო ალბომის სიაში იგი #38 პოზიციას იკავებს. 2012 წელს იმავე ჟურნალმა Outlandos d'Amour ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიაში #428 პოზიციაზე დაასახელა.

წარმოშობა და ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტიუარტ კოუპლენდის ძმისგან, მაილზისგან ნასესხები 1500 გირვანქა სტერლინგის ბიუჯეტით[7] ალბომი დროგამოშვებით იწერებოდა სტუდიაში Surrey Sound ექვსი თვის განმავლობაში. ჯგუფი მაშინ მუშაობდა, როდესაც სტუდია თავისუფალი იყო ან რომელიმე სხვა ჯგუფის სესიები უქმდებოდა. [8] მაილზი სტუდიას დაპირდა, რომ დასრულების შემდეგ 2000-ს გადაუხდიდა, მაგრამ თანხა სრულად უფრო მოგვიანებით დაუბრუნა.[9]

მაილზი დროდადრო ჩნდებოდა სტუდიაში ჩაწერისას, მაგრამ იქ მოსმენილზე მკვეთრი სარკაზმით აფასებდა.[8] თუმცა, როდესაც მოისმინა „Roxanne“, მისი რეაქცია მკვეთრად განსხვავდებოდა და მეორე დღეს ჩანაწერი წაიღო A&M Records-ში, დაარწმუნა რა ლეიბლი სინგლის გამოცემაში.[9] მიუხედავად იმისა, რომ სინგლს ჩარტში წარმატება არ ჰქონია, A&M-ში დათანხმდნენ, შემდეგ სინგლად გამოეცათ „Can't Stand Losing You“. თავდაპირველად მათ ჯგუფს შესთავაზეს სიმღერის განახლებული მიქსის შექმნა, მაგრამ ხუთი მცდელობის შემდეგ მიხვდნენ, რომ The Police-ის თავდაპირველ ვერსიას ვერაფრით გააუმჯობესებდნენ და სინგლზე გამოსცეს ორიგინალური მიქსი. როდესაც იგი ჰიტად იქცა, ლეიბლი უმალვე დათანხმდა უკვე დასრულებული ალბომის გამოცემაზე[10]. მაილზს თავდაპირველად სურდა, სახელწოდება ყოფილიყო Police Brutality. მაგრამ მას შემდეგ, რაც მოიწონა „Roxanne“ და ჯგუფისთვის უფრო რომანტიკული იმიჯის მინიჭება გადაწყვიტა, შესთავაზა Outlandos d'Amour. ეს სახელწოდება იყო ნაწილობრივ ფრანგულიდან თარგმანი და ნიშნავდა „სიყვარულისთვის დამნაშავეებს“ (პირველი სიტყვა იყო „outlaws“-ის და „commandos“-ის შერწყმა, ხოლო „d'Amour“ სიყვარულს აღნიშნავდა.[11]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — სტინგი გარდა აღნიშნულისა.

მხარე 1
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. „Next to You“ 2:50
2. „So Lonely“ 4:49
3. „Roxanne“ 3:12
4. „Hole in My Life“ 4:52
5. „Peanuts“ (სტინგი, კოუპლენდი) 3:58
მხარე 2
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. „Can't Stand Losing You“ 2:58
2. „Truth Hits Everybody“ 2:53
3. „Born in the 50's“ 3:40
4. „Be My Girl - Sally“ (სამერსი, სტინგი) 3:22
5. „Masoko Tanga“ 5:40

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი პერსონალი

  • ჯო სინკლერი – პიანინო (4, 10)
  • ნაიჯელ გრეი და კრის გრეი – ხმის ინჟინერები

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ჩარტი ადგილი
1979 ბილბორდის პოპულარული ალბომები 23
1983 ბილბორდის 200 ალბომი 138

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სინგლი ჩარტები პოზიცია
1979 Roxanne ბილბორდის პოპულარული სინგლები 32
1982 Roxanne ბილბორდის მეინსტრიმული როკი 28

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პრატო, გრეგ. Outlandos d'Amour – The Police. AllMusic. წაკითხვის თარიღი: 10 ნოემბერი 2015.
  2. კოტი, გრეგ. “Feeling A Sting“, Chicago Tribune, 7 მარტი 1993. წაკითხვის თარიღი: 10 ნოემბერი 2015. 
  3. ლარკინი, კოლინ (2011). The Encyclopedia of Popular Music, მეხუთე, Omnibus Press. ISBN 0-85712-595-8. 
  4. კონსიდინი, ჯ. დ. (2004). "The Police", The New Rolling Stone Album Guide, მეოთხე, Simon & Schuster, გვ. 644–45. ISBN 0-7432-0169-8. 
  5. სტარი, რედ. "Albums". Smash Hits (8–21 თებერვალი 1979): 25.
  6. კრისტგოუ, რობერტ. “Christgau's Consumer Guide“, The Village Voice, 2 April 1979. წაკითხვის თარიღი: 10 ნოემბერი 2015. 
  7. სატკლიფი, ფილ (1993). "Outlandos at the Regatta", Message in a Box: The Complete Recordings (გვ.32–35) [ბოქს-სეტის ბუკლეტი]. A&M Records Ltd.
  8. 8.0 8.1 სამერსი, ენდი (2006). One Train Later. ნიუ-იორკი: St. Martin's Press. ISBN 978-0-312-35914-0. გვ.193.
  9. 9.0 9.1 სატკლიფი, ფილი და ფილდერი, ჰიუ (1981). L'Historia Bandido. ლონდონი და ნიუ-იორკი: Proteus Books. ISBN 0-906071-66-6. გვ. 56–57.
  10. სამერსი, ენდი (2006). One Train Later. ნიუ-იორკი: St. Martin's Press. ISBN 978-0-312-35914-0. გვ.195.
  11. The Police FAQ
  12. ჰოჯსონი, პიტერ. (10 დეკემბერი 2010) Oops! 10 Great Rock and Roll Bloopers. 2.gibson.com. წაკითხვის თარიღი: 7 იანვარი 2014.