განხილვა:სტინგი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რამდენად მიზანშეწონილია ჯგუფების სახელების თარგმნა, ვთქვათ ”პოლიცია”? ასე მაშინ საჭირო გახდება, რომ ზოგ-ზოგიერთი ჯგუფი მოვიხსენიოთ ”ხოჭოების”, ”ყვავილების”, ”მწვანე დღის”, ”წითელი ცხარე ჩილეური წიწაკა”?:)

ბითლზი - არ გვითარგმნია, ასევე სტინგ-ი - არ არის ნათარგმნი. წერია ქართული შრიფტით + ი დაბოლოება და არა ლათინურად.--ცანგალა () 23:21, 7 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

არა, სტინგი ნათარგმნი არ არის, მაგრამ სტინგის ჯგუფი ”The Police” ყველგან ნათარგმნია, როგორც ”პოლიცია” და ცოტა სასაცილოდ მეჩვენა:)--Ljova 23:24, 7 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

"წითელი მწარე ცხარე წიწაკა" :). ჯგუფი police ალბათ ლათინურად დარჩეს ჯობია...? რუსებს ლათინურად უწერიათ, ებრაელებს კი ივრითზე. - ალ-ო / 23:26, 7 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

არა, ქართული შრიფტით იყოს, ოღონდ ბრჭყალებში ჩავსვათ - ”პოლისი”:)--Ljova 23:30, 7 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

პოლიცია (The Police) - ტექსტში ასე წერია (გთხოვ იხილო), ხოლო ბმული გადადის პოლიცია (ჯგუფი). --ცანგალა () 23:38, 7 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

ეგ მართალია, მაგრამ ყველგან რომ ”პოლიცია” წერია, ცოტა უხეშივითაა:)

პოლისი რა, სადაზღვევო პოლისი ხომ არაა. :) --Pink Floyd 19:13, 18 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

The Police არის ჯგუფის სახელი, და სახელები ქართულ ენაში არ ითარგმნება, შესაბამისად სწორია პოლისი, და არა პოლიცია – Mero ® 19:44, 21 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]