ფილ კოლინზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფილ კოლინზი

ფილ კოლინზი 2022 წელს, ჯენესისის უკანასკნელ კონცერტზე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 30 იანვარი, 1951 (1951-01-30) (73 წლის)
დაბ. ადგილი Putney Hospital, London Borough of Wandsworth, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო[1]
წარმოშობა ჩიზუიკი, ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი
პოპ-როკი
ინსტრუმენტ(ებ)ი დასარტყმელი საკრავები, ფორტეპიანო, კლავიშები, ვოკალი, გიტარა
აქტიური 1967 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Virgin, Atlantic, WEA
ხელმოწერა
საიტი philcollins.co.uk
ფილ კოლინზი ვიკისაწყობში

ფილიპ დეივიდ ჩარლზ კოლინზი (ინგლ. Philip David Charles Collins; დ. 30 იანვარი, 1951, ჩიზუიკი, ლონდონი[2]), უკეთ ცნობილი, როგორც ფილ კოლინზიინგლისელი როკ/პოპ-მუსიკოსი. ერთ დროს პროგრესულ როკ-ჯგუფ ჯენესისის მომღერალი, დრამერი და გრემის მფლობელი სოლო შემსრულებელი.

1984-89 წლებში კოლინზს ამერიკის ბილბორდის ჰიტებში რვა სიმღერა ჰქონდა შესრულებული წამყვანი ვოკალით, მათ შორის შვიდში როგორც სოლო შემსრულებელს, ხოლო ერთში კი ჯენესისთან ერთად.

მუსიკოსის ევოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი დასარტყმელი საკრავი ფილმა შობაზე მიიღო საჩუქრად, როდესაც ჯერ ხუთი წლის იყო. მოგვიანებით მისმა ბიძიამ უფრო დახვეწილი დასარტყამი დანადგარი აუწყო, რის შემდეგაც ფილი საკუთარ თავზე მუშაობდა და ტექნიკა დახვეწა. ასაკთან ერთად, მშობლები მისთვის სულ უფრო სრულყოფილ დასარტყამ სისტემებს ყიდულობდნენ.

ფილი ცდილობდა, ყოველი საშუალება გამოეყენებინა კონცერტზე გამოსასვლელად. მისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო ბარბარა სპიკის სახელობის სასცენო კოლეჯში. იგი ასევე ნიჭიერი მსახიობიც ჩანდა და მიიღო მონაწილეობა „ოლივერ ტვისტის“ სასცენო დადგმაში, სადაც არტფულ დოდჯერის როლი ანდეს. იმავე პერიოდში მან ითამაშა The Beatles-ის ფილმში A Hard Day's Night, სადაც მას ეპიზოდური როლი ჰქონდა — მყვირალა თინეიჯერებს შორის ფილიც იყო.

სამსახიობი კარიერასთან ერთად, კოლინზი მაქსიმალურ დროს უთმობდა მუსიკას. ჩიზუიკის სკოლაში მან ჩამოაყალიბა პირველი ჯგუფი The Real Thing, შემდეგ კი შეუერთდა ჯგუფს The Freehold. ამ კოლექტივში მან დაწერა პირველი სიმღერა „Lying Crying Dying“.[3]

პირველი კონტრაქტი მან მოიპოვა ჯგუფის Flaming Youth მუსიკოსის ამპლუაში.[4] ამ ჯგუფმა გამოუშვა მხოლოდ ერთი ალბომი Ark 2 (1969). ეს აროს მსუბუქ მელოდიებზე დაფუძნებული კონცეპტუალური დისკი, რომელშიც ნახსენებია დაშვება მთვარეზე. ჟურნალის Melody Maker გვერდებზე ამ ალბომს უწოდეს „თვის საუკეთესო პოპ-ალბომი“, „ახალგაზრდული მუსიკა, რომელიც კარგად სრულდება ლამაზი ჰარმონიებით“. ალბომიდან გამოვიდა სინგლიც, „From Now On“, რომელიც წარუმატებელი იყო და ერთწლიანი ტურნესა და სესიების შემდეგ, ჯგუფი დაიშალა.

ჯენესისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წელს, კოლინზი გამოეხმაურა Melody Maker-ში გამოქვეყნებულ განცხადებას. მასში იძებნებოდა დრამერი, რომელსაც აგრეთვე შეეძლებოდა 12 სიმიან გიტარაზე დაკვრა.[5] Genesis placed the ad after having already lost three drummers over two albums.[6] კასტინგი მოწყობილი იყო პიტერ გებრიელის მშობლების სახლში. პერსპექტიული კანდიდატები ასრულებდნენ სხვადასხვა სიმღერებს ჯენესის მეორე ალბომიდან Trespass. მოგვიანებით მოსული კოლინზი უსმენდა მათ, აფიქსირებდა შეცდომებს, შემდეგ კი უნაკლოდ დაუკრა ყველა სიმღერა.

ერთი წლის შემდეგ, მისი მონაწილეობით, ჯგუფმა გამოუშვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ალბომი Nursery Cryme (1971). მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ორიგინალური ვოკალის მქონე კოლინზი მხოლოდ მეორად ვოკალებს ასრულებდა, ამ ალბომზე, სიმღერაში „For Absent Friends“ მას მთავარი ვოკალური პარტია ეკუთვნის. შემდეგი ასეთი შემთხვევა განმეორდა სიმღერაში „More Fool Me“ (ალბომიდან Selling England by the Pound) (1973).

1974 წელს, ალბომის The Lamb Lies Down on Broadway ჩაწერის დროს ბრაიან ინომ, რომელმაც ე.წ. „ინოსიფიკაცია“ გაუკეთა პიტერ გებრიელის ხმას, მოიწვია კოლინზი საკუთარი ალბომის,Another Green World ჩასაწერად. კოლინზს დაუნიშნეს ხელფასი და უხდიდნენ, როგორც სესიურ მუსიკოსს.

1975 წელს, ალბომის The Lamb Lies Down on Broadway მხარდამჭერი საკონცერტო ტურნეს შემდეგ, გებრიელმა დატოვა ჯგუფი და სოლო-კარიერას გაჰყვა, ხოლო კოლინზი, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, მთავარ ვოკალისტად დანიშნეს.[7] დასარტყმელ საკრავებზე საკონცერტო გამოსვლების დროს უკრავდნენ ბილ ბრუფორდი და, მოგვიანებით, ჩესტერ თომპსონი.

ახალი ჯენესისის ალბომი A Trick of the Tail (1976) დიდ მოულოდნელობად იქცა, რადგანაც ბევრი თვლიდან, რომ ჯგუფი დაკარგავდა პოტენციალს გებრიელის წასვლის შემდეგ. ჟურნალში როლინგ სტოუნი ეწერა „ჯენესისმა აქცია გებრიელის წასვლასთან დაკავშირებული შესაძლო კატასტროფა პირველ ამერიკულ წარმატებად“.[8]

ამავე დროს კოლინზი უკრავდა ჯაზ ბენდში Brand X. მათ ალბომზე Unorthodox Behaviour კოლინზი დასარტყმელ საკრავებზე უკრავს. თუმცა, შემდეგი ალბომები და საკონცერტო ტურნეები მისი მონაწილეობის გარეშე განხორციელდა, რადგანაც მან მთლიანი ყურადღება ჯენესისზე გადაიტანა.

70-იანების ბოლოს ჯენესისი ასცდა ჩვეულ გზას და პროგრესული როკი ჩაანაცვლა შედარებითი მსუბუქი პოპ-მუსიკით. 1978 წლის ალბომში ...And Then There Were Three... პროგრესული როკის ელემენტები კვლავაც არის, მაგრამ მათი პირველი ჰიტი, რომელიც მოხვდა ბრიტანეთის 10 საუკეთესო/აშშ 40 საუკეთესო სინგლების სიაში, უფრო ახლოს დგას ტრადიციულ პოპ-მუსიკასთან.

1980-იან წლებში კოლინზმა ჯგუფთან ერთად ჩაწერა რამდენიმე წარმატებული ალბომი — Duke (1980), Abacab (1981), Genesis (1983) და Invisible Touch (1986).1986 წელს მათ აგრეთვე მიიღეს MTV-ს ჯილდო ნომინაციაში „წლის მუსიკალური ვიდეო“, სიმღერისათვის „Land of Confusion“.

კოლინზმა ჯგუფი დატოვა 1996 წელს და ყურადთება მთლიანად დაუთმო სოლო-კარიერას. 2007 წლამდე მან მხოლოდ ერთხელ ჩაწერა ჯგუფთან სიმღერა — ეს იყო 1999 წელს, სიმღერის „The Carpet Crawlers“ რემიქსი, რომელშიც გამოყენებული იქნა მისი ახლებურად ჩაწერილი ვოკალური პარტია.

2007 წელს იგი გაერთიანდა ჯენესისის დანარჩენ წევრებთან და გაემგზავრა საკონცერტო ტურნეთი „Turn It On Again“.

სოლო-კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. McLennan S. Phil Collins - 70 Years, 70 Facts | I Like Your Old Stuff | Iconic Music Artists & Albums | Reviews, Tours & Comps — 2021.
  2. GRO Register of Births MAR 1951 5e 137 EALING – Philip D. C. Collins, mmn = Strange
  3. Hewitt, Alan. Biography დაარქივებული 2009-04-14 საიტზე Wayback Machine. at Collins' official website (UK). Retrieved 9 January 2006.
  4. Joynson, Vernon (1995). The Tapestry of Delights დაარქივებული 2013-11-13 საიტზე Wayback Machine. . London: Borderline Books. See entry on "Flaming Youth".
  5. Coleman, p.61.
  6. "Genesis" Biography, Billboard.com. Accessed 16 January 2006. ]
  7. Phil Collins | Music Videos, News, Photos, Tour Dates, Ringtones, and Lyrics. MTV. ციტირების თარიღი: 1 January 2010.
  8. Nicholson, Kris. A Trick of the Tail review დაარქივებული 2007-03-12 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links. Rolling Stone. 20 May 1976. Retrieved 10 February 2006.