შინაარსზე გადასვლა

ფრენკ ზაპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრენკ ზაპა

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 21 დეკემბერი, 1940
დაბ. ადგილი ბალტიმორი[1]
წარმოშობა აშშ
გარდ. თარიღი 4 დეკემბერი, 1993
გარდ. ადგილი ლოს-ანჯელესი
დასაფლავებულია ვესტვუდის სასაფლაო
ჟანრ(ებ)ი პროგრესული როკი
საქმიანობა კომპოზიტორი, მუსიკოსი, დირიჟორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა
აქტიური 1955–1993
ლეიბლ(ებ)ი Verve/MGM, Bizarre/Straight, DiscReet, Zappa Records, Barking Pumpkin Records, Rykodisc
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
საიტი www.zappa.com
ფრენკ ზაპა ვიკისაწყობში

ფრენკ ვინსენტ ზაპა (ინგლ. Frank Vincent Zappa, დ. 21 დეკემბერი, 1940 — გ. 4 დეკემბერი, 1993) — ამერიკელი კომპოზიტორი, გიტარისტი, მომღერალი, კინორეჟისორი და სატირიკოსი, გრემის ლაურეატი. იყო როკ-ჯგუფის The Mothers of Invention ლიდერი.

ზაპა ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი მუსიკოსი იყო თავის ეპოქაში. 33 წლიანი კარიერის განმავლობაში, მან გამოუშვა 60 ალბომზე მეტი, რომელთაგანაც თითქმის ყველა შეიცავდა განუმეორებელ კომპოზიციებს. ამის გარდა, ის ცნობილი იყო, როგორც ელექტროგიტარისტი, მულტიინსტრუმენტალისტი, ხმის ინჟინერი და პროდიუსერი. გააჩნდა ენციკლოპედიური ცოდნა სტუდიურ ტექნოლოგიებზე.

დებიუტის შემდეგ, 1966 წელს ყველა თავისი ალბომის პროდიუსერი თვითონ იყო. მუშაობდა მრავალ ჟანრში, წერდა მუსიკას როკ–ჯგუფებისთვის, ჯაზ-ანსამბლებისათვის, სიმფონიური ორკესტრებისთვის, ზაპას ალბომებს ყოველთვის არა, მაგრამ მაინც ჰქონდა კომერციული წარმატება (ალბომი „Apostrophe 1974 წელს გახდა ოქროსი).

ფრენკ ვინსენტ ზაპა დაიბადა 21 დეკემბერს 1940 წელს ბალტიმორში. (შტატი მერილენდი აშშ). ევროპელი ემიგრანტების ოჯახში. ზაპას მამა დაიბადა სიცილიაზე. წარმოშობა ბერძნულ-ლიბანური ჰქონდა. დედა ნახევრად იტალიელი ნახევრად ფრანგი იყო.

ზაპა ახალგაზდობაში დაინტერესებული იყო სხვადასხვა მუსიკით, მათ შორის ავანგარდისტი კომპოზიტორებით ედგარ ვარეზით და იგორ სტრავინსკით. ასევე თანამედროვე ჯაზით და შავი რიტმ-ენდ-ბლუზით. ოცნებობდა გამხდარიყო კომპოზიტორი. 1959 წელს გადავიდა ლოს-ანჯელესში, სადაც ცხოვრობდა სიცოცხლის უმეტესი ნაწილი. იქ დაიწყო პროფესიონალი მუსიკოსის კარიერა, დაწერა რამდენიმე სიმღერა და საუნდტრეკი. 1960-1970 წლებში ზაპა იყო ჯგუფ The Mothers of Invention ლიდერი, რომელთან ერთადაც გამოუშვა რიგი ალბომებისა სახელწოდებით Frank Zappa and the Mothers of Invention და Frank Zappa and the Mothers. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1964 წელს ზაპა შეუერთდა ჯგუფ The Soul Giants. როგორც გიტარისტი და მალევე გახდა ჯგუფის ლიდერი, კოლექტივმა შეიცვალა სახელწოდება და დაერქვა The Mothers. შემდეგში ჯგუფმა მოაწერა ხელი კონტრაქტს ლეიბლ Verve Records–თან და შეიცვალა სახელი ლეიბლის მითითებით The Mothers of Invention–ზე, რადგანაც სიტყვა Mother იყო შემოკლებული ვარიანტი სალანძღავი სიტყვის Motherfucker. კოლექტივის სადებიუტო ალბომი გამოვიდა Freak Out! 1966 წელს. 1960 წლის ბოლოს ჯგუფი დაიშალა. ზაპამ კი სოლო მასალის ჩაწერის შემდეგ, 1970 წელს ახალი შემადგენლობით შეკრიბა ჯგუფი The Mothers.

1969 წელს ფრენკ ზაპა პროდიუსერი იყო ელის კუპერის სადებიუტო ალბომის (Pretties for You).

1971 წელს მონაწილეობდა კონცერტში ჯონ ლენონთან და იოკო ონოსთან ერთად.

1970-1980 წლებში ზაპა დაკავებული იყო აქტიური მუსიკალური შემოქმედებით. ამ წლების ალბომებში გამოირჩეოდა Sheik Yerbouti (1979, ჩაწერილია 1977-78 წლებში) ჰიტით Bobby Brown და ალბომი Joe's Garage (1979). 1980 წელს ზაპასთან ჯგუფში უკრავდა სტივ ვეი (ამერიკელი როკ–გიტარისტი). 1980 წლისთვის ზაპა დაინტერესებული იყო პოლოტიკით, არ გამორიცხავდა აშშ–ს პრეზიდენტის არჩევნებშიც მიეღო მონაწილეობა. ამ პერიოდში მან მოინახულა სსრკ, შეხვდა ალფრედ შნიტკეს და სტას ნამინს (ანასტას მიქოიანი). 1991 წელს ზაპას დაუსვეს ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. ამის შემდეგ ზაპა აგძელებს მუსიკალურ სამყაროში აქტიურ მოღვაწეობას. ფრენკ ზაპა გარდაიცვალა 1993 წლის 4 დეკემბერს, წინამდებარე ჯირკვალის (პროსტატა) ავთვისებიანი სიმსივნით.

ზაპას მუსიკა დღესაც სრულდება ცოცხლად, თრიბიუთ ჯგუფების მიერ. ასევე Zappa Plays Zappa მიერ, რომელსაც შვილი დუიზი ზაპა მართავს, ზაპას ყოფილი მუსიკოსების მონაწილეობით.

1971 წელს Frank Zappa & The Mothers კონცერტის დროს მონტროში (შვეიცარია) გაჩნდა ხანძარი. რომლის დროსაც დაიწვა კაზინო, სადაც კონცერტი ტარდებოდა, მთლიანად დაიწვა ჯგუფის აპარატურა. სავარაუდოდ ერთ-ერთმა შვეიცარიელმა ფანმა გაუშვა სასიგნალო მაშხალა. ეს შმთხვევა აღსანიშნავია ასევე იმით, რომ ნახსენებია ჯგუფ Deep Purple-ის სიმღერაში Smoke on the Water , რადგანაც ხანძარს თვალს ადევნებდნენ ჯგუფის წევრები,რომლებიც იმყოფებოდნენ იმ დღეს იმ ქალაქში, ცეცხლმოკიდებული კაზინოდან ჟენევის ტბაზე წამოსული კვამლის ნახვის შემდეგ გაჩნდა სიმღერის იდეაც. არსებობს ვიდეო მასალა, სადაც ამ ფაქტს იხსენებს რიჩი ბლეკმორი.

1971 წელს ზაპა ლონდონში მართავდა კონცერტს, ამ დროს მას თავს დაესხა მისი ერთ-ერთი ფანის ეჭვიანი შეყვარებული და ხელის კვრით იგი ჩააგდო საორკესტრო ორმოში. ზაპამ სერიოზული ტრავმები მიიღო, რამაც ის ცოტა ხნით ინვალიდის სავარძელს მიაჯაჭვა. თუმცა ტრავმები მოიშუშა და ჩვეული შემართებით დაუბრუნდა მუსიკას.

1995 წლის დეკემბერში, ვილნიუსში ფრენკ ზაპას დაუდგეს ძეგლი, სკვერში პოლიკლინიკასთან, კალინაუსკოს ქუჩაზე.

ძეგლი გაკეთებული იყო ენთუზიასტთა ინიციატივით. თავდაპირველად იგეგმებოდა ძეგლის დადგმა მ.კ. ჩურლონისას სახელობის გიმნაზიასთან, მაგრამ საზოგადოების კონსერვატულმა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა, ისინი აცხადებდნენ, რომ: საეჭვო ფიგურა უარყოფით გავლენას მოახდენდა მოზარდებზე. ამის და მიუხედავად ძეგლი მაინც იქნა დადგმული, შემოწირულობების და საქველმოქმედო კონცერტების ხარჯზე. დღეისთვის ზაპას ძეგლი ვილნიუსში, ერთ-ერთ ტურისტულ ღირშესანიშნაობად ითვლება.

ფრენკ ზაპა ერთ–ერთი იმათგანია, რომელთაც მიეწერებათ ფრაზა ისაუბრო მუსიკაზე – ეს იგივეა, რომ იცეკვო არქიტექტურაზე.

დიდი ნაწილი როკ–ჟურნალისტებისა არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან წერა, რომლებიც იღებენ ინტერვიუს მათგან, ვინც არ იციან ლაპარაკი და წერენ მათთვის, ვინც არ იცის კითხვა (ორიგინალში: Most rock journalism is people who can't write interviewing people who can't talk for people who can't read.)

მე ვარ ყველაზე დიდი გიტარისტი ბიზნესმენებს შორის და ყველაზე დიდი ბიზნესმენი გიტარისტებს შორის

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118636200 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.