სტივენ თომას ერლეუაინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სტივენ თომას ერლეუაინი
Pop Conference 2017 - Stephen Thomas Erlewine 01.jpg
სტივენ თომას ერლეუაინი, 2017
დაბ. თარიღი 18 ივნისი, 1973 (1973-06-18) (44 წლის)
ენ-არბორი, მიჩიგანი
სხვა სახელები ტომ ერლეუაინი
ალმა-მატერი მიჩიგანის უნივერსიტეტი
საქმიანობა მუსიკალური კრიტიკოსი
დამსაქმებელი AllMusic, თავისუფალი
ნათესავები მაიკლ ერლეუაინი (ბიძა)

სტივენ თომას „ტომ“ ერლეუაინი (ინგლ. Stephen Thomas Erlewine, დ. 18 ივნისი, 1973, ენ-არბორი, მიჩიგანი) — ამერიკელი მუსიკალური კრიტიკოსი, AllMusic-ის მთავარი რედაქტორი. იგი არაერთი მუსიკოსის ბიოგრაფიის და AllMusic-ის მიმოხილვების ავტორია, ისევე, როგორც თავისუფალი მწერალი, რომელიც ხშირად წიგნების ანოტაციებს ამზადებს.[1] აგრეთვე არის ენ-არბორული ჯგუფ Who Dat?-ის ლიდერი და გიტარისტი[2].

სტივენი არის AllMusic-ის დამაარსებელ და ყოფილ მუსიკოს მაიკლ ერლეუაინის ძმიშვილი[3]. განათლება მიჩიგანის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ძირითად მიმართულებად ინგლისური ენა აირჩია. 1993–1994 წლებში იყო The Michigan Daily-ს რედაქტორი მუსიკის სფეროში, შემდეგ კი - ამავე გამოცემის სამხატვრო ხელმძღვანელი (1994–1995). წვლილი აქვს შეტანილი მრავალ წიგნში, როგორიც არის All Music Guide to Rock: The Definitive Guide to Rock, Pop, and Soul და All Music Guide to Hip-Hop: The Definitive Guide to Rap & Hip-Hop.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტივენ თომას ერლეუაინის წვლილი საიტზე Allmusic. წაკითხვის თარიღი: 14 ივნისი, 2015
  2. Who Dat? საიტზე Allmusic. წაკითხვის თარიღი: 14 ივნისი, 2015
  3. ჯენკინსი, ტერი. მაიკლ ერლეუაინის ბიოგრაფია საიტზე Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2012-05-11
  4. All Music Guide to Hip-Hop. Backbeat Books. Hal Leonard Books. წაკითხვის თარიღი: 24 აპრილი, 2011.