როდ სტიუარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როდ სტიუარტი
Rod Stewart Live Hamburg 2013 09 12 --2.JPG
როდ სტიუარტი 2013 წელს, ჰამბურგი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი როდერიკ დევიდ სტიუარტი
მეტსახელი Rod the Mod
დაიბადა 10 იანვარი, 1945 (1945-01-10) (72 წლის)
ჰაიგეიტი, ჩრდილოეთი ლონდონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი როკი, პოპი, ბლუზ-როკი, ცისფერთვალებიანი სოული, ფოლკ-როკი, მძიმე როკი, სოფტ-როკი
საქმიანობა მომღერალი და კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ჰარმონიკა, ბანჯო, მანდოლინა, ფორტეპიანო, კლავიშებიანები
აქტიური 1961–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Mercury (ყოფილი)
Warner Bros. (ყოფილი)
J Records (ყოფილი)
Universal Music Group (ამჟამინდელი)
Capitol Records (ამჟამინდელი)
ასოციაციები Shotgun Express, Steampacket, The Jeff Beck Group, Faces
საიტი rodstewart.com

სერ როდერიკ დევიდ „როდ“ სტიუარტი, (დ. 10 იანვარი 1945)[1]ინგლისური და შოტლანდიური წარმოშობის ბრიტანელი როკ-მომღერალი და სიმღერების ავტორი, ბრიტანეთის იმპერიის კავალერი. იგი არის ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი შემსრულებელი, მსოფლიოში გაყიდული 100 მილიონი ჩანაწერით.[2]

ბრიტანეთის ჩარტში მას ჰქონდა ზედიზედ ექვსი #1 ალბომი. სინგლების ჩარტში მოხვდა მისი 62 სიმღერა. აქედან 31 მოხვდა საუკეთესო ათეულში, საიდანაც ექვსი პირველ პოზიციაზე იმყოფებოდა.[3] აშშ-ში მისი 16 სინგლი მოხვდა უმაღლეს პოზიციებზე, აქედან ოთხი - Billboard Hot 100-ის პირველ პოზიციაზე. 2007 წელს ბაკინგემის სასახლეში მას მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის კავალერის წოდება.[4]

თავისი გამორჩეული ვოკალით სტიუარტი ცნობილი გახდა 1960-იანების ბოლოს და 1970-იანების დასაწყისში, The Jeff Beck Group-ში მონაწილეობით. მოგვიანებით იგი Faces-ში მღეროდა, თუმცა მუსიკალური კარიერა სინამდვილეში 1962 წელს დაიწყო, როდესაც ჰარმონიკით ქუჩებში გამოდიოდა. 1963 წელს იგი The Dimensions-ის წევრი გახდა, როგორც ჰარმონიკაზე შემსრულებელი და ნაწილობრივ ვოკალისტი. 1964 წელს იგი Long John Baldry-ს და All Stars-ს შეუერთდა. 1964 წლის აგვისტოს მან სოლო კარიერა დაიწყო, გამოსცა რა იმავე წლის ოქტომბერში სადებიუტო სოლო სინგლი „Good Morning Little Schoolgirl“. სოლო კარიერასთან ერთად იგი ჯგუფებშიც მონაწილეობდა. სადებიუტო სოლო ალბომი 1969 წელს გამოსცა, სახელწოდებით An Old Raincoat Won't Ever Let You Down (აშშ-ში მას The Rod Stewart Album ეწოდა). ადრეულ ალბომებში შეიმჩნეოდა როკის, ხალხური მუსიკის, სოულის და რიტმ-ენდ-ბლუზის ელემენტები. The Jeff Beck Group-სა და The Faces-ში მისი აგრესიული ბლუზური მანერა იქცა მძიმე მეტალის ჟანრების შთაგონებად.[5][6] 1970-იანებიდან 1990-იანებამდე სტიუარტის სიმღერებში შეიმჩნეოდა ახალი ტალღის ან სოფტ-როკის განხრები, ხოლო 2000-იანი წლების დასაწყისში იგი ამერიკული ჯაზური და რეტრო სტანდარტების შესრულებით გახდა ცნობილი.

2008 წელს Billboard-მა მას ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში #17 პოზიცია მიანიჭა. გრემის და Brit-ის ჯილდოების მფლობელი სტიუარტი Q-ს ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიის #33 ადგილს იკავებდა. [7] Rolling Stone-მა იგი დაასახელა 59-ედ ყველა დროის 100 უდიდესი მომღერლის რეიტინგში.[8] 1994 წელს იგი, როგორც სოლო შემსრულებელი, შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. 2006 წელს იგი მოხვდა ბრიტანული მუსიკის დიდების დარბაზში, ხოლო 2012 წელს განმეორებით იქცა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრად, უკვე Faces-ის შემადგენლობაში. .[9][10]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Times. Timesonline.co.uk. წაკითხვის თარიღი: 28 September 2014.
  2. Stewart show backed by public cash“, BBC News, 11 April 2002. წაკითხვის თარიღი: 28 March 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 April 2003. 
  3. UK Top 40 Hit Database (Rod Stewart). Everyhit.com. წაკითხვის თარიღი: 28 September 2014.
  4. Stewart rocks up to collect CBE. News.bbc.co.uk. წაკითხვის თარიღი: 28 September 2014.
  5. Eder, Bruce. Truth: Review. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 1 May 2009.
  6. ერლეუაინი, სტივენ თომას. Faces: Biography. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 1 May 2009.
  7. The Music That Changed The World Q Magazine – 3 Special Editions Jan, Feb, March 2004. Rocklistmusic.co.uk. წაკითხვის თარიღი: 28 September 2014.
  8. 100 Greatest Singers Of All Time: Rod Stewart. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 28 September 2014.
  9. Rod Stewart: Inducted in 1994 – The Rock and Roll Hall of Fame and Museum. Rockhall.com. წაკითხვის თარიღი: 28 September 2014.
  10. Rod Stewart: 'I'll Definitely Make Myself Available' for a Faces Reunion. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 28 September 2014.