პატრისია კაასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატრისია კაასი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 5 დეკემბერი, 1966 (1966-12-05) (57 წლის)
დაბ. ადგილი Forbach[1]
წარმოშობა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ჟანრ(ებ)ი შანსონი, კაბარე, ჯაზი, პოპი, ჯაზ-როკი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
აქტიური 1986 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Polydor, CBS
საიტი patriciakaas.net
პატრისია კაასი ვიკისაწყობში

პატრისია კაასი (ფრანგ. Patricia Kaas; დ. 5 დეკემბერი, 1966, ფორბაკი, საფრანგეთი) — ფრანგი მომღერალი და მსახიობი.

კაასის რეპერტუარი — პოპ მუსიკის, ჯაზის, შანსონისა და სოულის ნარევია. 1988 წელს გამოვიდა კაასის სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „მადმუაზელი მღერის...“ (ფრანგ. Mademoiselle chante…), რის შემდეგაც მსოფლიოში სახელი გაითქვა.

მომღერალმა თავისი პირველი ნაბიჯები მუსიკაში 13 წლის ასაკში გადადგა, ძმის დახმარებით პატრისიამ კონტრაკტს საარბრიუკენის კლუბთან „Rumpelkammer“ მოაწერა ხელი . მან მოღვაწეობა დაიწყო ფსევდონიმით „Pady Pax“ (პედი პაქსი). 16 წლის ასაკში სამოდელო სააგენტოსგან მიიღო მოწვევა მეცში.

პატრისია კაასმა 2009 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში სიმღერით „Et s`il fallait le faire“ მიიღო მონაწილეობა. მან მე-8 ადგილი დაიკავა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრისია კაასი და-ძმებს შორის ყველაზე უმცროსია, ჰყავს ხუთი ძმა და ერთი და. კაასების ოჯახი ფორბაკში ცხოვრობდა, მოზელის დეპარტამენტში,ლოთარინგია, საფრანგეთი. ფორბაკი გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარეობს, პატრისია კი სტირინგ-ვენდელში იზრდებოდა, ქალაქ საარბრიუკენთან ახლოს. ექვს წლამდე მომღერალი მხოლოდ გერმანულის Platt-ის დიალექტზე საუბრობდა. პატრისიას დედა ირმჰარდი გერმანელი იყო, მამა ჟოზეფი კი ფრანგი.

პატრისია ხდება ცნობილი სიმღერით „Mademoiselle chante le blues“ (გოგონა მღერის ბლუზს), რომელიც დიდიე ბარბელივიანის მიერაა დაწერილი. პატრისიას პირველი ალბომი სახელწოდებით „mademoiselle chante“ გამოდის 1988 წელს და საკმაოდ დიდ წარმატება მოაქვს მისთვის, განსაკუთრებით საფრანგეთსა და გერმანიაში. ამ ალბომიდანაა სიმღერები D'Allemagne, Mon mec à moi, Elle voulait jouer cabaret ou encore Quand Jimmy dit, რომელიც ასევე დიდიე ბარბელივიანის მიერაა დაწერილი. მოგვიანებით, 1990 წლიდან გამოშვებული ორი ალბომი Scène de vie და Je te dis vous ძალიან წარმატებული აღმოჩნდება. განსაკუთრებით Je te dis vous, რომელიც 2,5 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდება. 1992 წლის ზაფხულზე პატრისია ლუჩიანო პავაროტიმ დაპატიჟა იტალიის ქალაქ მოდენში, საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობის მისაღებად. ამ წლიდან მოყოლებული, ის რეგულარულად გამოდის „Les Enfoirés“–ს კონცერტებზე.

2009 წელს პატრისიამ საფრანგეთი წარადგინა ევროვიზიაზე, სიმღერით „s'il fallait le faire“ და მერვე ადგილი დაიკავა. როგორც თვითონ ამბობს, თავიდან იმედგაცრუებული იყო ამ შედეგით, თუმცა მან თავიდანვე იცოდა, რომ ეს მის კარიერას არანაირ საფრთხეს არ შეუქმნიდა. 2011 წელს მან გამოაქვეყნა ავტობიოგრაფია „ჩემი ხმის ჩრდილი“ (l'ombre de ma voix), სადაც პირად ცხოვებაზე საუბრობს. 2012 წელს გადაწყვიტა გამოეშვა ალბომი სახელწოდებით „კაასი მღერის პიაფს“, დიდი ფრანგი მომღერლის, ედიტ პიაფის გარდაცვალების 50 წლისთავთან დაკავშირებით და მიუძღვნა მას ამავე სახელწოდების სპექტაკლი, სადაც არა მარტო მღერის მის სიმღერებს, არამედ თამაშობს იმ მომენტებს,რომელიც პიაფის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო. ეს პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და დღესაც გრძელდება. პატრისიას ჩვენი დროის ედიტ პიაფსაც კი უწოდებენ და ეს არა მარტო მისი უნიკალური ხმის, არამედ მძიმე ცხოვრების გამოც – მან ადრეულ ასაკში დაკარგა მშობლები და მოგვიანებით ძმა და არც პირად ცხოვრებაში გამართლებია დიდად.

პატრისია ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ფრანგულენოვანი მომღერალია დღესდღეობით. მას აქვს ბოხი ხმის ტემბრი, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს და ამიტომაც იშვიათად მოისმენთ პატრისიას სიმღერების შესრულებას სხვა მომღერლების მიერ.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


  1. Who's Who in FranceParis: 1953. — ISSN 0083-9531; 2275-0908