ლაგუნა-დე-ბაი
| ლაგუნა-დე-ბაი | |
|---|---|
ტბა ლაგუნა-დე-ბაი | |
| კოორდინატები: 14°23′00″ ჩ. გ. 121°15′00″ ა. გ. / 14.38333° ჩ. გ. 121.25000° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 1 მ |
| სიგრძე | 47,3 კმ |
| სიგანე | 40,5 კმ |
| ფართობი | 911–949 კმ² |
| სანაპირო ზოლის სიგრძე | 220 კმ |
| საშუალო სიღრმე | 2,8 მ |
| მაქსიმალური სიღრმე | 20 მ |
| გამომდინარე მდინარე | პასიგი |
ლაგუნა-დე-ბაი, ბაი (ტაგალ. Laguna de Bay) — ფილიპინების უდიდესი ტბა. გაწოლილია სამხრეთით ლაგუნის პროვინციასა და ჩრდილოეთით რისალის პროვინციას შორის. მდებარეობს ქალაქ მანილის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კუნძულ ლუსონზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 1 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 911-949 კმ². აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ გადაჭიმულია 47,3 კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 40,5 კმ-ზე. მაქსიმალური სიღრმე 20 მ. ლაგუნა-დე-ბაი წარმოადგენს მანილის უბის ყოფილ მკლავს ან მის გაგანიერებას, რომელიც ვულკანიზმის პირობებში გამოიყო. გამდინარეა. ტბიდან სათავეს იღებს მდინარე პასიგი, რომელიც ერთვის მანილის უბეს. ტბას გააჩნია სტილიზებული „W“-ის ფორმა, ორი ვიწრო ნახევარკუნძულით, რომლებიც ჩრდილოეთი სანაპიროდანაა გამოშვერილი. ტბის შუა ნაწილშია დიდი კუნძული ტალიმი. ერთვის 21 ძირითადი შენაკადი. ნაპირზეა ქალაქები სანტა-კრუსი, ბინიანი და კალამბა. ტბის მიმდებარე დაბლობი ტერიტორია იტბორება ძლიერი წვიმების დროს. მდიდარია თევზით; გვხვდება თევზის 18 სახეობა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლაგუნა-დე-ბაი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)
- ლაგუნა-დე-ბაი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
| |||||||||||||||||