ოტრადნოე (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
ოტრადნოე
Аӡаҧшь
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი კოლხიდა
კოორდინატები 43°16′21″ ჩ. გ. 40°16′25″ ა. გ. / 43.27250° ჩ. გ. 40.27361° ა. გ. / 43.27250; 40.27361
ადრეული სახელები სიხარული
მოსახლეობა 1055 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ოტრადნოე (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ოტრადნოე (გაგრის მუნიციპალიტეტი)
ოტრადნოე (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ოტრადნოე (გაგრის მუნიციპალიტეტი)

ოტრადნოე (აფხ. Аӡаҧшь[1]; ყოფილი სიხარული, ყოფილი ოტრადნოე — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[2]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში (კოლხიდის თემი), აფხაზეთის მთისწინეთში. ზღვის დონიდან 80 მ, გაგრიდან 4 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს იყო სოფელ კოლხიდის ნაწილი, სადაც XX საუკუნის დასაწყისში იყო პრინც ოლდენბურგის მამული „ოტრადნოე“. შემდეგ აქ შექმნილ სოფელსაც ოტრადნოე შეერქვა. 1948 წელს მას ქართული სახელი სიხარული ეწოდა. 1955 წელს დაუბრუნდა სახელი ოტრადნოე. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა უწოდეს აძაფშ (Аӡаҧшь). სახელწოდება აფხაზურია (აძ — წყალი, იფშოუ-ფშ — წმინდა), შიიძლება იყოს „წმინდა წყალი“.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 1 055 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 1 055 -- --

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. В. Е. Кәаҷиа, «Аҧсны атопонимика», Аҟәа 2002
  2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  3. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.