იური ოგანესიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური ოგანესიანი
სომხ. Յուրի Ցոլակի Հովհաննիսյան
რუს. Ю́рий Цола́кович Оганеся́н
დაბ. თარიღი 14 აპრილი, 1933(1933-04-14)[1] (91 წლის)
დაბ. ადგილი დონის როსტოვი, სსრკ
მოქალაქეობა  რუსეთი
ეროვნება სომხები[1]
საქმიანობა ბირთვული ფიზიკოსი და ფიზიკოსი[1]
მუშაობის ადგილი ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი[1]
ალმა-მატერი ბირთვული კვლევის ეროვნული უნივერსიტეტი[1]
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი[1]
ჯილდოები ლიზა მაიტნერის პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, საპატიო ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, კურჩატოვის მედალი, მედალი „მოსკოვის 850 წლისთავის აღსანიშნავად“, ლენინური კომკავშირის პრემია, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-2 ხარისხი, ერნსტ მახის მედალი, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი[2] , ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Officer's Cross of the Order of Merit of the Republic of Poland, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, honorary doctor of the D. Mendeleev University of Chemical Technology of Russia, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენი, ღირსების ორდენი, Medal of Friendship, ორდენი პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, დემიდოვის პრემია და Russian Federation Government Certificate of Honour
გავლენა მოახდინეს

იური ცოლაკოვიჩ ოგანესიანი (რუს. Юрий Цолакович Оганесян; დ. 14 აპრილი, 1933) — რუსი-სომეხი ბირთვული ფიზიკოსი, რომელიც ითვლება მსოფლიოს წამყვან მკვლევარად ზემძიმე ქიმიურ ელემენტებში. ხელმძღვანელობდა ამ ელემენტების აღმოჩენას პერიოდულ სისტემაში. მან შეცვალა გეორგი ფლიოროვი 1989 წელს ბირთვული კვლევების ერთობლივი ინსტიტუტის ფლეროვის ბირთვული რეაქციების ლაბორატორიის დირექტორად და ახლა არის მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი. პერიოდულ სისტემაში ცნობილ უმძიმეს ელემენტს, ოგანესონს, მისი სახელი ეწოდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იური ცოლაკოვიჩ ოგანესიანი დაიბადა დონის როსტოვში, რუსეთში, 1933 წლის 14 აპრილს, სომეხი მშობლების ოჯახში. [3] [4] მამამისი როსტოვიდან იყო, დედა კი არმავირიდან. ოგანესიანმა ბავშვობა გაატარა ერევანში, მაშინდელი საბჭოთა სომხეთის დედაქალაქში, სადაც მისი ოჯახი გადასახლდა 1939 წელს. მისი მამა, ცოლაკი, თერმო ინჟინერი, მიიწვიეს ერევანში სინთეზური რეზინის ქარხანაში სამუშოდ. როდესაც მეორე მსოფლიო ომის აღმოსავლეთის ფრონტი დაიწყო, მისმა ოჯახმა გადაწყვიტა, რომ როსტოვში არ დაბრუნებულიყვნენ, რადგან ის ნაცისტების მიერ იყო ოკუპირებული. იურიმ სწავლა ერევანში დაიწყო და დაამთავრა.

ოგანესიანი დაქორწინებული იყო ირინა ლევონოვნაზე (19322010), რომელიც მევიოლინე და მუსიკის მასწავლებელია დუბნაში [5] [6], მასთან ერთად ორი ქალიშვილი შეეძინა. [7] [8] მისი ქალიშვილები ამჟამად ცხოვრობენ აშშ-ში

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოგანესიანი გადავიდა რუსეთში, სადაც დაამთავრა მოსკოვის საინჟინრო ფიზიკის ინსტიტუტი 1956 წელს. ამის შემდეგ ის ცდილობდა მოსკოვის ატომური ენერგიის ინსტიტუტში გაწევრიანებას, მაგრამ რადგან გერშ ბადკერის გუნდში ვაკანსია არ იყო, იგი სამუშაოდ აიყვანა გეორგი ფლეროვმა და დაიწყო მუშაობა დუბნის ბირთვული კვლევის ერთობლივ ინსტიტუტში, მოსკოვის მახლობლად.

იგი გახდა ფლეროვის ბირთვული რეაქციების ლაბორატორიის დირექტორი 1989 წელს, მას შემდეგ რაც ფლეროვი გადადგა პენსიაზე. ამ თანამდებობას იკავებდა 1996 წლამდე, სანამ Flerov-ის სამეცნიერო ლიდერად დასახელდებოდა.

ზემძიმე ქიმიური ელემენტების აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970-იან წლებში ოგანესიანმა გამოიგონა "ცივი შერწყმის" მეთოდი, ეს არის ტექნიკა ტრანსაქტინური ელემენტების (ზემძიმე ელემენტები) წარმოებისთვის. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 106-დან 113 ნომრამდე ელემენტების აღმოჩენებში. 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან 1990-იანი წლების შუა ხანებამდე დუბნის ბირთვული კვლევის ერთობლივ ინსტიტუტმა, GSI ჰელმჰოლცის მძიმე იონის კვლევის ცენტრთან კოლაბორაციით, გერმანიაში აღმოაჩინა ექვსი ქიმიური ელემენტი (107-დან 112 ნომრამდე), ესენი არიან: ბორიუმი, მეიტნერიუმი, ჰასიუმი, დარმშტადიუმი, რენტგენიუმი და კოპერნიციუმი .

მისი ახალი ტექნიკის შედეგად, რომელსაც ცხელი შერწყმა ჰქვია, ადვილი გახადა კიდევ რამდენიმე ელემენტის აღმოჩენა. (ელემენტები 113–118). ამ მეთოდის გამოყენებით აღმოჩენილი ელემენტებია ნიჰონიუმი (2003) ფლეროვიუმი (1999), მოსკოვიუმი (2003), ლივერმორიუმი (2000), ტენესინი (2009), და ოგანესონი (2002).

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოგანესიანი 2017 წლის სომხურ მარკაზე.

ამერიკელი ქიმიკოსი შერი იენელო მას "ზემძიმე ელემენტების ბაბუას" უწოდებს. ოგანესიანი არის სამი აღმოჩენის, მონოგრაფიის, 11 გამოგონებისა და 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ღირსებები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს ოგანესიანი აირჩიეს საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2003 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრად (აკადემიკოსად).

ოგანესიანი ფლობს საპატიო ხარისხს ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში (2002), [9] მესინას უნივერსიტეტში (2009), [10] და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში. [11] 2019 წელს ის აირჩიეს კემბრიჯის წმინდა კეტრინის კოლეჯის საპატიო წევრად. [12]

სახელმწიფო ორდენები და ჯილდოები
  • სსრკ სახელმწიფო პრემია (1975)
  • კურჩატოვის მედალი (1989) [13]
  • ევროპის ფიზიკური საზოგადოების ლიზ მეიტნერის პრემია (2000) [14]
  • რუსეთის ფედერაციის ეროვნული ჯილდო (2010) [15] [16]
  • სომხეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი (2016) [17]
  • ლომონოსოვის ოქროს მედალი (2018) [18] [19]
  • დემიდოვის პრემია (2019) [20] [21]
  • წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენი (სომხეთი, 2019) [22]

ოგანესიანს სომხეთის მოქალაქეობა 2018 წლის ივლისში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიანიჭა. [23] ოგანესიანი არის სომხური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფონდის (FAST) სამეურვეო საბჭოს წევრი. ის ასევე არის ალიხანიანთა ეროვნული სამეცნიერო ლაბორატორიის (ერევნის ფიზიკის ინსტიტუტის) საერთაშორისო სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. [24] 2017 წელს HayPost-მა გამოუშვა ოგანესიანისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა. [25]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. ԽուդավերդյանՀայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
  2. Большая золотая медаль РАН имени М.В. Ломоносоваრუსეთის მეცნიერებათა აკადემია.
  3. Shevchenko, Nikolay (10 June 2016). „Moscovium joins the periodic table“. Russia Beyond the Headlines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2021. ციტატა: „...Yuri Oganessian, a Russian nuclear physicist of Armenian heritage...“
  4. „New element discovered by Armenian scientist included in Periodic Table“. Armenpress. 30 November 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 December 2018.
  5. Оганесян Ирина Левоновна. dubna.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-04. ციტირების თარიღი: 2021-10-25.
  6. Памяти Ирины Оганесян. dubnapress.ru (8 December 2010).
  7. Yakutenko, Irina (26 April 2010). „Бацилла творчества“. lenta.ru (რუსული).
  8. Titova, Anna. Легенда № 118 [Legend #118]. expert.ru (2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-26. ციტირების თარიღი: 2021-10-25.
  9. Honorary doctorates of the faculties of natural sciences. uni-frankfurt.de. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-11. ციტირების თარიღი: 2021-10-25.
  10. International Conference: Nuclear Reactions on Nucelos and Nuclei. unime.it (5-9 October 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი 2021.
  11. The 118th element of the Mendeleev Table is named in the honor of the Honorary Doctor of YSU. ysu.am (7 March 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი 2021.
  12. Professor Yuri Oganessian. caths.cam.ac.uk.
  13. Recipients of Kurchatov Medal.
  14. EPS Nuclear Physics Division – Lise Meitner Prize.
  15. 2010 Russian Federation National Awards have been presented.
  16. Yu.Ts.Oganessian and M.G.Itkis are National Award winners 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-25. ციტირების თარიღი: 2021-10-25.
  17. Presidential Decree on Awarding Y. Ts. Hovhannisyan with the Order of Honor.
  18. The Lomonosov Gold Medal was awarded to Academician Oganessian.
  19. „Президент РАН вручил Большую золотую медаль им. М.В. Ломоносова Юрию Оганесяну“. Scientific Russia (რუსული). 2 April 2018.
  20. Ю. Ц. Оганесян — лауреат Демидовской премий 2019.
  21. „Юрию Оганесяну присудили Демидовскую премию за 2019 год“ (რუსული). TASS. 13 November 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 November 2019.
  22. Ghazanchyan, Siranush (September 24, 2019). „Yuri Oganessian awarded Armenia's St. Mesrop Mashtots Order“. armradio.am. Public Radio of Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2019.
  23. „Նիկոլ Փաշինյանը Յուրի Օգանեսովին ՀՀ քաղաքացիություն է շնորհել“ (სომხური). Yerkir Media. 10 July 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი 2021.
  24. „President Sargsyan receives renowned scientists Yuri Oganessian and Ani Aprahamian“. Armenpress. 6 November 2017.
  25. Yuri Oganessian (28 December 2017).