მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მეხადირი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
მეხადირი
Маҳадыр
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
თემი მეხადირი
კოორდინატები 43°26′52″ ჩ. გ. 40°05′45″ ა. გ. / 43.44778° ჩ. გ. 40.09583° ა. გ. / 43.44778; 40.09583
მოსახლეობა 137 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი)
მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მეხადირი (გაგრის მუნიციპალიტეტი)

მეხადირი (აფხ. Маҳадыр[1] „მაჰადირ“; ყიფილი ნაკადული, ყოფილი მეჰადირ — გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[2]) — სოფელი და თემის ცენტრი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის მთისწინეთში, მდინარე მეხადირის ზემოთში. ზღვის დონიდან 250 მ, გაგრიდან 28 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[3]

მეხადირის თემში ასევე შედის სოფლები: ვაშლოვანი, ზეგანი, კლდიანი, მუხნარი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი XIX საუკუნიდან ფიქსირდება წყაროებში. 1935 წელს გაგრის რაიონის პილენკოვოს ს/საბჭოდან სოფლების ზემო მაჰადირის, ქვემო მაჰადირის, ოტლუკის (თურქ. საბალახო, 1948 წლიდან სოფ. კლდიანი), ვოსემსოტსკოეს, ევდოკიმოვკას, როგოჟინოს გამოყოფით შეიქმნა მაჰადირის ს/საბჭო ცენტრით ქვემო მაჰადირში. 1948 წელს მაჰადირს ქართული სახელი ნაკადული ეწოდა. 1967 წელს ეწოდა მეჰადირი. 1992-1993 წწ. ომის შემდეგ აფხაზებმა დაარქვეს მაჰადირ (Маҳадыр).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 137 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 137 -- --

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. В. Е. Кәаҷиа, «Аҧсны атопонимика», Аҟәа 2002
  2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  3. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.