მესტიის მუნიციპალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მესტიის რაიონი)
Jump to navigation Jump to search
მესტიის მუნიციპალიტეტი
SZSM-mestia-ka.svg

მესტიის მუნიციპალიტეტი დროშა მესტიის მუნიციპალიტეტი გერბი

ადმინისტრაციული ცენტრი

მესტია

რეგიონი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

სიმჭიდროვე

4.7 [1] კაცი/კმ²

ფართობი

3044.5 კმ²

მოსახლეობის რაოდენობა

Decrease2.svg 9 316 კაცი (2014 წელი)

ეროვნება

ქართველები 99.4%
რუსები 0.4%
სომხები 0.1%
აფხაზები 0.1%[2]

მესტიის მუნიციპალიტეტი საქართველოს რუკაზე.

მესტიის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რაიონი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარეში. რაიონის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიაში სვანეთის საბოქაულოს სახელით, 1921-დან — ზემო სვანეთის მაზრა, 1930-დან — მესტიის მუნიციპალიტეტი.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესტიის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანია. მის ტერიტორიაზე არსებული მსხვილი ოროგრაფიული ერთეულებია: კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, სვანეთის ქედი , ეგრისის ქედი, კოდორის ქედის ნაწილი და მდინარე ენგურის ხეობა. ტერიტორია — 3045 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 1010 კვ.კმ. რაიონში 200-მდე მყინვარია, რომელთა საერთო ფართობია 285 კვ.კმ. მთავარი მდინარეა ენგური, მისი შენაკადები — ადიშისჭალა, მულხრა, დოლრა, ნენსკრა, იფარი, ხაიშურა და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა ბარიტი, მარმარილო, ტყვია-თუთია, მინერალური წყლები.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის რიცხოვნობა — 14 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 5 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 135 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 134 სოფელი.

აღწერის მონაცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 14 776
2002 14 261 Decrease2.svg
2014 9 316 Decrease2.svg

ადგილობრივი თვითმმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელი თანამდებობის პირი — გამგებელი. მმართველობის ტერიტორიული ორგანოებია:

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მკაცრი კლიმატისა და მთიანი რელიეფის გამო უპირატესად განვითარებულია მეცხოველეობა, რომელიც საკვები ბაზაა ბუნებრივი სათიბ-საძოვრები მნიშვნელოვანი. მცირე რაოდენობით ითესება მარცვლეული კულტურები და კარტოფილი. მესტიის მუნიციპალიტეტი ტურიზმისა და ალპინიზმის კერაა — აქ გადის მაღალმთიანი ტურისტული მარშრუტები ნაკრის, ბეჩოს, ლეხზირისა და ლატფარის უღელტეხილებზე.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნიციპალიტეტში 51 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 43 ბიბლიოთეკა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესტიის მუნიციპალიტეტის ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ღირსშესანიშნავი ძეგლებია შუა საუკუნეების საკულტო, საერო და თავდაცვიტი ნაგებობები. აღსანიშნავია ადიშის, იელის, სვიფის, იფარის, წვირმის, ჟაბეშის ეკლესიები, მონასტრები, სვანური კოშკები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: