ლაბსყალდი
სოფელი | |
---|---|
ლაბსყალდი სვან. ლაბსყალდ | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
თემი | ცხუმარი |
კოორდინატები | 42°59′44″ ჩ. გ. 42°34′32″ ა. გ. / 42.99556° ჩ. გ. 42.57556° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1600 მ |
მოსახლეობა | 19[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ლაბსყალდი[2][3] (სვან. ლაბსყალდ) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ცხუმარის თემი (სოფლები: ლაბსყალდი, ლეზგარა, მაგარდელი, სვიფი, ტვიბერი, ღვებალდი).[4] მდებარეობს სვანეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1600 მ, მესტიიდან 24 კმ.
სოფლის მახლობლად მდებარეობს შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – მიქაელ მთავარანგელოზის დარბაზული ეკლესია. იგი ნაგებია ნატეხი ქვით კირისა და ქვიშის დუღაბზე. დასავლეთით ეკვრის ქვის ეგვტერი, რომელზეც XIX საუკუნის II ნახევარში ხის მეორე სართული დაუშენებიათ. აღმოსავლეთ მხარეს აქვს ერთი სარკმელი. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა. საკურთხეველი გადატიხრულია სამმალიანი ქვის კანკელით. ნაგებობა შელესილია და გადახურულია ყავრით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 19 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 58 | 29 | 29 |
2014[1] | 19 | 10 | 9 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 96.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 98.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 59.
- ↑ 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II