ჩაჟაში
სოფელი | |
---|---|
ჩაჟაში | |
![]() ჩაჟაში 2016 წელს | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
თემი | უშგული |
კოორდინატები | 42°54′54″ ჩ. გ. 43°00′31″ ა. გ. / 42.91500° ჩ. გ. 43.00861° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 2160 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 28[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ჩაჟაში — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემის ცენტრი (სოფლები: ლამჯურიში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩაჟაში, ჩვიბიანი).
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩაჟაში სვანურად ნიშნავს ცხენების სადგომს (ჩაჟ „ცხენი“). ლეგენდის თანახმად, უშგულში ასული თამარ მეფე ცხენებს ამ სოფელში აჩერებდა.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩაჟაში მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან, ზღვის დონიდან 2160 მეტრზე, მესტიიდან 45 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]![]() |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 709 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ამჟამად ჩაჟაში მუზეუმადაა გამოცხადებული. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში დაცული კომპლექსი აერთიანებს 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს, 11 ხალხურ საცხოვრებელსა და 1 ათეულზე მეტ დამხმარე ნაგებობას. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი ჩაჟაშშია შემორჩენილი. სოფელში არის უშგულის არქეოლოგიური მუზეუმი.
სოფლის სამხრეთით, მთაზე დგას XII-XIII საუკუნეების ციხე-სიმაგრე, რომელიც შედგება გალავნისა და სამი კოშკისაგან. მათგან ორი სანახევროდ დანგრეულია, ხოლო ერთი თითქმის პირვანდელი სახითაა შემონახული. ციხე უშგულის ოთხივე სოფელს გადაჰყურებს. გადმოცემის თანახმად, ეს თამარ მეფის საზამთრო რეზიდენცია იყო.
სოფლის ახლოს დგას ასევე შუა საუკუნეების კოშკი, რომელსაც თამარ მეფის საზაფხულო კოშკს უწოდებენ. რეზიდენცია მოიცავდა მეორე კოშკსაც, რომლის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი და ეკლესიას. ეკლესია X საუკუნისაა და წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. გეგმით მართკუთხა ქვის მცირე ზომის ნაგებობაა, ინტერიერში ქვისავე კანკელია.
სოფელში დგას მაცხოვრის XI-XII საუკუნეების ეკლესია, რომელსაც შემორტყმული აქვს გალავანი. ნაშენია ქვით და აქვს ქვისავე კანკელი. დასავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს სტოა. სტოაში შესასვლელი სამხრეთის მხრიდანაა. ეკლესია მოხატულია, საკურთხევლის კონქში გამოსახული არის ვედრების სცენა და მთავარანგელოზები, ჩრდილოეთ კედელზე — ჯვარცმა, ხარება, ღვთისმშობლის მიძინება, სამხრეთ კედელზე — ამაღლება, ფერისცვალება და სხვ.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 28 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1908[2] | 254 | ||
1911[3] | ![]() |
||
2002[4] | ![]() |
18 | 16 |
2014[1] | ![]() |
16 | 12 |
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
თამარ მეფის საზამთრო კოშკი
-
თამარ მეფის საზაფხულო კოშკი
-
ჩაჟაშის ეკლესია
-
სოფელი ჩაჟაში
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 82-83.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 409.
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 222.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|