შინაარსზე გადასვლა

ზედა ლუჰა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზედა ლუჰა
სვან. ჟაბე ლჷჰა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი ფარი
კოორდინატები 43°02′30″ ჩ. გ. 42°29′13″ ა. გ. / 43.04167° ჩ. გ. 42.48694° ა. გ. / 43.04167; 42.48694
ცენტრის სიმაღლე 1250
მოსახლეობა 34[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზედა ლუჰა — საქართველო
ზედა ლუჰა
ზედა ლუჰა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ზედა ლუჰა

ზედა ლუჰა[2][3] (სვან. ჟაბე ლჷჰა) — სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის ადმინისტრაციულ ერთეულში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე).[4]

მდებარეობს ცალგმილის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1250 მ-ზე, მესტიიდან 26 კმ-ის და ფარიდან 5 კმ-ის დაშორებით. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა. სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია რამდენიმე კოშკი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 34 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[4] 61 28 33
2014[1] 34 16 18