მაცხვარიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
მაცხვარიში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი ლატალი
კოორდინატები 43°00′50″ ჩ. გ. 42°37′11″ ა. გ. / 43.01389° ჩ. გ. 42.61972° ა. გ. / 43.01389; 42.61972
ცენტრის სიმაღლე 1360
მოსახლეობა 185[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მაცხვარიში — საქართველო
მაცხვარიში
მაცხვარიში — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მაცხვარიში

მაცხვარიში — სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში (ლატალის თემი), მდინარე მულხრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1360 მ, მესტიიდან 9 კმ.

სოფლის მახლობლად, გორაკზე, შემორჩენილია XI საუკუნის დასასრულის — XII საუკუნის დასაწყისის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ერთნავიანი ეკლესია. თავდაპირველად მას სამხრეთიდან გარშემოსავლელი ჰქონია (ამჟამად დარჩენილია მხოლოდ მცირე ნაწილი). ეკლესია შიგნით კედელკამარიანად მოხატულია. წარწერიდან ირკვევა, რომ კედლები XII საუკუნის დასაწყისში მოუხატავს მიქაელ მაღლაკელს. ეკლესიის გვერდით აღმართული სამრეკლო XVII-XVIII საუკუნეებს მიეკუთვნება.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 185 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 320 150 170
2014[1] Decrease2.svg 185 93 92

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]