შინაარსზე გადასვლა

ზედა ვედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზედა ვედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი ხაიში
კოორდინატები 42°53′33″ ჩ. გ. 42°15′34″ ა. გ. / 42.89250° ჩ. გ. 42.25944° ა. გ. / 42.89250; 42.25944
ცენტრის სიმაღლე 1400
მოსახლეობა 21[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ზედა ვედი — საქართველო
ზედა ვედი
ზედა ვედი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ზედა ვედი

ზედა ვედისოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში (სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე).

მდებარეობს ეგრისის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ურაშის (თხეიშის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1 360 მ-ზე, მესტიიდან 88 კმ-ის დაშორებით. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხოველეობა. ზედა ვედიდან მაღალმთიან ლაკუმურას ტბამდე (ზ. დ. 2 584 მ) მიემართება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რთული საფეხმავლო სალაშქრო მარშრუტი.[2]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 21 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[3]271413
2014[1] 211110
  1. 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. სოფელი ზედა ვედი-ლაკუმურას ტბა, georgia.travel, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ნანახია: 8 ნოემბერი, 2025.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II