ჩვიბიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ჩვიბიანი
Chvibiani.JPG
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი უშგული
კოორდინატები 42°55′00″ ჩ. გ. 43°01′00″ ა. გ. / 42.91667° ჩ. გ. 43.01667° ა. გ. / 42.91667; 43.01667
ცენტრის სიმაღლე 2080
მოსახლეობა 27[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
ჩვიბიანი — საქართველო
ჩვიბიანი

ჩვიბიანი, ჩუბიანი (სვანურად ქვემო სოფელი) — სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში.

ჩვიბიანი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთით, მდინარე ენგურის მარცხნივ, ზღვის დონიდან 2080 მეტრზე, ჩაჟაშიდან 0,5 კმ.

სოფელში დგას მაცხოვრის სახელობის შუა საუკუნეების ეკლესია. ეკლესია დარბაზულიტიპისაა და შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. ყოველ 3 აგვისტოს იმართება სახალხო დღესსასწაული ლივსხვარი, რომელზეც ერთი წლის მონაცვლეობით ერთმანეთს აჯიბრებენ ვერძებსა და ხარებს, საბოლოოდ გამარჯვებულსაც და დამარცხებულსაც აუცილებლად დაკლავენ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 27 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 58 27 31
2014[1] Decrease2.svg 27 15 12

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II