ხაიში (მესტიის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხაიში.
სოფელი
ხაიში
Khaishi (Photo A. Muhranoff, 2011).jpg
ქვემო ხაიში და მდინარე ხაიშურა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი ხაიში
კოორდინატები 42°56′39″ ჩ. გ. 42°11′07″ ა. გ. / 42.94417° ჩ. გ. 42.18528° ა. გ. / 42.94417; 42.18528
ცენტრის სიმაღლე 700
მოსახლეობა 174[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
ხაიში (მესტიის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ხაიში (მესტიის მუნიციპალიტეტი)

ხაიში[3][4]სოფელი საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში. ხაიშის თემის ცენტრი (სოფლები: ბარჯაში, ზედა ვედი, ზედა წვირმინდი, თოთანი, ლალხორალი, ლახანი, ლუხი, მუხაშურა, ნალქორვალი, სკორძეთი, ტობარი, ქედანი, ქვედა ვედი, ქვედა წვირმინდი, ციცხვარი, ჭერი, ჯორკვალი)[5].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე ენგურისა და მისი მარცხენა შენაკადის, ხაიშურას ნაპირებზე, ბალსქვემო სვანეთში, ზუგდიდი-მესტიის გზატკეცილზე, ზუგდიდისა და მესტიისგან დაახლოებით 70 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე. მდინარეები სოფელს სამ ნაწილად ჰყოფენ: მდინარე ენგურის მარჯვნივ, ჩრდილოეთით მდებარეობს მეჩხერი დასახლება გაღმა ხაიში, მდინარე ხაიშურას მარჯვნივ ზემო, ხოლო მარცხნივ - ქვემო ხაიში, რომლებიც მჭიდრო დასახლებებს წარმოადგენენ. ქვემო ხაიშში მდებარეობს სოფლის ცენტრი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 174 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 554 251 303
2014[1] Decrease2.svg 174 84 90

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

50-იან წლებამდე სოფელში ათამდე ოჯახი ცხოვრობდა. სოფლის გარშემო არსებული დიდი ტყის მასივისა და დასახლების ხელსაყრელი მდებარეობის გამო, ამ პერიოდში, აქ სატყეო მეურნეობა და მეცხოველეობის ფერმა გაიხსნა. ამ გარემოებებმა ხელი შეუწყო დროთა განმავლობაში სოფლის შემდგომ განვითარებას. სოფელში გაიხსნა საავადმყოფო, აფთიაქი, ფოსტა, სახანძრო ბრიგადა, საგზაო მეურნეობა, სხვადასხვა დარგობრივი მაღაზიები და ბაზარი, რამაც ხაიში არა მარტო თემის, არამედ მთლიანად ბალსქვემო სვანეთის ეკონომიკური ცენტრად აქცია.

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 554 კაცი[6]. სოფელში მოქმედებს სკოლა, საბავშვო ბაღი, საექიმო პუნქტი, პოლიცია, აფთიაქი, სასტუმრო. 2011 წელს ხაიშის ტერიტორიაზე არსებული 1536 ჰექტარი მიწა გადაეცა კომპანია „ტრანსელექტრიკას“ ხუდონჰესის ასაშენებლად.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ეკონომიკის ძირითადი დარგებია ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა. მოქმედებს რამდენიმე სახერხი, თუმცა მათი წილი ეკონომიკაში უმნიშვნელოა. ზუგდიდი--მესტიის ავტომაგისტრალზე მდებარეობა ხელს უწყობს სოფელში ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებას. ხაიშისთვის სოფლის მეურნეობა შედარებით სუსტადაა განვითარებული. მაღალმთიანი სოფლებისგან განსხვავებით აქ ზომიერი კლიმატია, რაც მებაღეობის, მებოსტნეობის და მარცვლეული კულტურების (მაგ. სიმინდი) წარმოების საშუალებას იძლევა.შედარებით უკეთაა განვითრებული მესაქონლეობა. ხაიშიდან სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს კასლეთის საზაფხულო სავარგულები, რომლებიც საძოვრებად და კარტოფილის წარმოებისთვისაა გამოსადეგი. დაბალია სოფლიდან მიგრაციის დონე.

ხუდონჰესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს ხაიშის ტერიტორიაზე არსებული 1536 ჰექტარი მიწა 1 აშშ დოლარად გადაეცა კომპანია „ტრანსელექტრიკას“ ხუდონჰესის ასაშენებლად. 650 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა სოფლის 250-მდე ოჯახს დატბორვით ემუქრება.[7][8] აღნიშნული ფაქტი ეკოლოგებისა და სოფლის მოსახლეობის მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს.[9]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 222, თბ., 2009.
  4. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 134, თბ., 1987.
  5. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
  6. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
  7. ხუდონჰესი, დასატბორი ხაიში და გაურკვევლობაში მყოფი ხაიშელები
  8. ამ სოფელს მალე წყალი დაფარავს
  9. ეკოლოგები და მოსახლეობა ხუდონჰესის წინააღმდეგ