ჟიბიანი
| სოფელი | |
|---|---|
|
ჟიბიანი სვან. ჟიბია̄ნი | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| თემი | უშგული |
| კოორდინატები | 42°55′05″ ჩ. გ. 43°00′55″ ა. გ. / 42.91806° ჩ. გ. 43.01528° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 2100 მ |
| მოსახლეობა | 87[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ჟიბიანი (სვან. ჟიბია̄ნი[2]) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში (სოფლები: ლამჯურიში, მურყმელი, ჟიბიანი, ჩაჟაში, ჩვიბიანი).
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟიბიანი სვანურად ნიშნავს ზემო სოფელს.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟიბიანი მდებარეობს კავკასიონის სამხრეთით, მდინარე ენგურის მარცხნივ, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 87 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[3] | 164 | 76 | 88 |
| 2014[1] | 43 | 44 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაახლოებით 1870 წელს სვანეთში იმყოფებოდა დიმიტრი ერმაკოვი. მოგზაურობის დროს მან გადაიღო არაერთი ხატი, მათ შორის სოფელი ჟიბიანის საგანძურიდანაც. ხატები ნეგატივების მიხედვით აღწერილი აქვს მარი ბროსეს 1871 წლის ნაშრომში.[4]
1910 წელს სვანეთში იმოგზაურა ექვთიმე თაყაიშვილმა ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვთან ერთად. მოგზაურობისას თაყაიშვილმა აღწერა სოფელი, მასში არსებული ძეგლები თავისი საგანძურებითურთ.[5]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟიბიანში დგას სამი ეკლესია. სოფელში ერთადერთ ხიან ადგილას დგას შუა საუკუნეების მაცხოვრის ეკლესია „უფალ“.[5] ეკლესია ბაზლიკის ტიპისაა, აღმოსავლეთით გამოყოფილი აქვს საკურთხევლის აფსიდი. შესასვლელი დასავლეთის მხრიდანაა.
სოფელის განაპირას დგას წმინდა გიორგის ეკლესია „ჯგრაგ”. ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეებისაა, ბაზილიკის ტიპის. ეკლესიას გარს არტყია გალავანი.
სოფლის ჩრდილოეთით დგას სვანეთის დიდი სალოცავი — უშგულის ლამარია.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ ჭკადუა ა., „სვანური ტოპონიმიკა“, თბ., 2020, გვ. 455
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
- ↑ Marriebbrosset, Mélanges asiatiques tirés du bulletin de l'Academie Imperiale des sciences, Volume 6, St.-Petersbourg, 1873, page 472-480
- 1 2 თაყაიშვილი ე., „ემიგრანტული ნაშრომები“, თბ., 1991