იფხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
იფხი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთი
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი ლატალი
კოორდინატები 43°01′19″ ჩ. გ. 42°36′38″ ა. გ. / 43.02194° ჩ. გ. 42.61056° ა. გ. / 43.02194; 42.61056
მოსახლეობა 35[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
იფხი — საქართველო
იფხი
იფხი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
იფხი

იფხისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ლატალის თემი.[3]

ცხოვრობენ გვარები: გვიჩიანი (ძვ. ფორმა - გვიჭიანი), ნანსყანი. სოფელში დგას X ს-ის დარბაზული ეკლესია, წმ. გიორგის (ჯგრააგ) სახელობისა. ეკლესია შიგნიდანაც და გარედანაც (სამხრ. ფასადი) მოხატული ყოფილა. ინტერიერის მხატვრობა ამჟამად გამურულია, ექსტერიერისა კი - გადაცრეცილი და ალაგ-ალაგ განზრახ დაზიანებული. აღმ. ფასადზე რელიეფური გამოსახულებებია. ტაძრის კედლებზე არის ძველი ნაკაწრი წარწერები. ეკლესიის გარშემო სოფლის სასაფლაოა. არის ძველი აკლდამის (გადმოცემით, ჩარკვიანების) ნაშთებიც. სოფელში ადრე რამდენიმე კოშკი მდგარა. მათგან, დაზიანებული სახით, მხოლოდ ორი-სამია შემორჩენილი. ძველად ზედა უბანში, ძველ სასაფლაოზე, იდგა ლამარიას სალოცავიც.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 35 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 135 75 60
2014[1] Decrease2.svg 35 19 16

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იფხი&oldid=3272324“-დან