ბოგრეში
იერსახე
სოფელი | |
---|---|
ბოგრეში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
თემი | იფარი |
კოორდინატები | 43°00′37″ ჩ. გ. 42°49′33″ ა. გ. / 43.01028° ჩ. გ. 42.82583° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1700 მ |
მოსახლეობა | 79[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ბოგრეში — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარის თემში (სოფლები: ადიში, ბოგრეში, ზეგანი, ნაკიფარი).
მდებარეობს უღვირ-ზაგარის ქედის სამხრეთ კალთის ძირას, მდინარეების ადიშჭალისა და ენგურის შესართავთან. ზღვის დონიდან 1700 მ, მესტიიდან 25 კმ. სოფელში გადის მესტია-უშგულის გზა. სოფელში დგას ფუთა დადეშქელიანის კოშკი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წლის 15 აგვისტოს თსუ არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფელ ბოგრეშში ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებით დათარიღებული ნამოსახლარი აღმოაჩინა[2][3].
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 79 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 128 | 60 | 68 |
2014[1] | 79 | 38 | 41 |
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ფუთა დადეშქელიანის კოშკი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ არქეოლოგების ახალი აღმოჩენა
- ↑ თსუ არქეოლოგიური ექსპედიციის უნიკალური აღმოჩენა, გაზ. „უნივერსიტეტი“, № 9, 2019, გვ., 1-3
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II