შინაარსზე გადასვლა

ბაგვდანარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ბაგვდანარი
სვან. ბაგვდანა̈რ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მესტიის მუნიციპალიტეტი
თემი ბეჩო
კოორდინატები 43°04′02″ ჩ. გ. 42°36′59″ ა. გ. / 43.06722° ჩ. გ. 42.61639° ა. გ. / 43.06722; 42.61639
ცენტრის სიმაღლე 1560
მოსახლეობა 80[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბაგვდანარი — საქართველო
ბაგვდანარი
ბაგვდანარი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ბაგვდანარი

ბაგვდანარი[2][3] (სვან. ბაგვდანა̈რ) — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეჩოს თემში (სოფლები: ბაგვდანარი, გალაში, დოლასვიფი, დოლი, ლანხვრი, მაზერი, ნაშთქოლი, ტვებიში, უშხვანარი, ქართვანი, ცხეკვანი, ჭკიდანარი, ჭოხულდი).[4] მდებარეობს უშბის მასივის სამხრეთი კალთის ძირას, მდინარე გულისჭალის (დოლრაჭალის შენაკადი) მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1560 მ, მესტიიდან 30 კმ.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 80 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[5] 168 85 83
2014[1] 80 35 45