ხალდე
იერსახე
ხალდე[2] — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, კალის თემში (სოფლები: დავბერი, ვიჩნაში, იფრარი, ლალხორი, ხალდე, ხე). მდებარეობს ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, ხალდეჭალის ხეობაში, ზღვის დონიდან 1900 მ. მესტიიდან 40 კმ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხალდე მოთავე იყო აჯანყებისა მეფის რუსეთის წინააღმდეგ. სოფლის მოსახლეობამ ბოლომდე იბრძოლა აჯანყების დროს, რის გამოც სოფელი თავის კოშკებიანად პირწმინდად გაანადგურეს. მას შემდეგ ხალდე დაცარიელდა, რუსეთის მთავრობამ აკრძალა ხალდეში დასახლება და მას „ახალი იფრარი“ დაარქვა. ხალდეს გმირებს სვანები დღესაც დიდი პატივით მოიხსენიებენ, მათზე შექმნილია სიმღერა-ფერხული „გაულ-გავხე“.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 0 | 0 | 0 |
2014[1] | ![]() |
3 | 0 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნ. შოშიტაშვილი, ხალდეს აჯანყება (1875-1876), ჟურნალი „ისტორიანი“, N 2, 2012 წ. გვ. 40-47
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ „საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“, თბ. 2009, გვ. 222
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II