ლაშთხვერი
| სოფელი | |
|---|---|
|
ლაშთხვერი | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ლენჯერი |
| კოორდინატები | 43°02′04″ ჩ. გ. 42°41′47″ ა. გ. / 43.03444° ჩ. გ. 42.69639° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1380 მ |
| მოსახლეობა | 92[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ლაშთხვერი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, ლენჯერის თემში (სოფლები: კაერი, ლაშთხვერი, ლემსია, ნესგუნი, სოლი, ქაშვეთი, ჰეშკილი). მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე მულხრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1380 მ, მესტიიდან 3 კმ.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 92 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[2] | 194 | 88 | 106 |
| 2014[1] | 52 | 40 |
ღირსშესანიშნაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – შუა საუკუნეების მთავარანგელოზის მცირე ზომის ეკლესია (სვან. თარნგზელ). ეკლესიის შიგნითა კედლის მოხატულობა ეთმობა მთავარანგელოზის თემას. გარედან კედლების ზედა ნაწილი შელესილია და დაფარულია XIV-XV საუკუნეების მოხატულობით. დასავლეთ ფასადზე ვედრების კომპოზიციაა, აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია წმინდა ევსტათეს ნადირობის სცენა, ხოლო სამხრეთისაზე – ცხენზე ამხედრებული წმინდა მეომრები. განსაკუთრებით საინტერესოა ჩრდილოეთ ფასადის მოხატულობა საერთო შინაარსის სიუჟეტზე – მოსე ხონელის რომანის „ამირან-დარეჯანიანის“ ილუსტრაციები. მოხატულობა გასდევს კედლის მთელ სიგრძეს. ცალკეულ სცენებსა და ფიგურებს ახლავს ასომთავრული წარწერები. ფერადოვან გამას ქმნის ცისფერის, რუხის, ყავისფერის, აგურისფერისა და მოოქროსფრო-ყვითელის შეხამება. საქართველოში ეს სიუჟეტი გვხვდება ჩაჟაშის (უშგულის თემი) ეკლესიის ფასადის მოხატულობაშიც (XVII ს.).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 100.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II