შერმადინ ჭკუასელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შერმადინ ჭკუასელი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 6 მაისი, 1904 (1904-05-06) (116 წლის)[1]
დაბ. ადგილი მამულაური
გარდ. თარიღი 30 ივნისი, 1978 (74 წლის)
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა მომღერალი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი

შერმადინ ჭკუასელი (დ. 6 მაისი, 1904, მამულაური — გ. 30 ივნისი, 1978) — ქართველი მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამამისი, კონსტანტინე ჭკუასელი ღარიბი გლეხი იყო. შერმადინს 7 დედმამიშვილი ჰყავდა. მისი პაპა გრიგოლ ჭკუასელი, ლადო აღნიაშვილის გუნდში მღეროდა. 17 წლის იყო, როცა სოფელში გუნდი ჩამოაყალიბა და კონცერტებს მართავდა. ხელმძღვანელობდა ქვემო ხეთის საკოლმეურნეო გუნდს. 1934 წელს საცხოვრებლად გადადის წითელმთაში, ეცნობა ვარლამ სიმონიშვილს და ხდება მისი მოსწავლე. 1931 წლიდან ხელმძღვანელობდა მერიის, წითელმთის, კონჭკათის, შემოქმედის საკოლმეურნეო გუნდებს.

1942 წელს, დიდი სამამულო ომის დროს, არმიაში გაწვეულმა ჭკუასელმა ჩამოყალიბა ჯარისკაცთა გუნდი. 1963 წლიდან შერმადინი ანსამბლ „დილას“ შემადგენლობაშია. შერმადინ ჭკუასელი გარდაიცვალა 1978 წლის 30 ივნისს. მისი შვილი ჯემალ ჭკუასელი საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონს“ ხელმძღვანელობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შერმადინ ჭკუასელი. old.radio1.ge (21 იანვარი, 2015). ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2019.