ზენგიდთა დინასტია 1127 წელს მოსულისსელჩუკმა გამგებელმა (ათაბაგი) იმად ალ-დინ ზანჯიმ დააარსა.[3] ის ჩრდილოეთ ერაყის და სირიის გამოჩენილ პიროვნებად იქცა მას შემდეგ, რაც 1128 წელს დაიკავა ალეპო, ხოლო 1144 წელს ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიპყრო ედესის საგრაფო, რამაც მას დიდი გავლენა მოუტანა და ის ისლამური სამყაროს „გმირად“ იქცა, თუმცა ეს წარმატება დიდხანს არ გაგრძელებულა, 1146 წელს ის საკუთარმა მონამ მოკლა.[4]
ზანჯის სიკვდილის შემდეგ, მისი სამფლობელო მემკვიდრეებმა გადაინაწილა; მოსული და ჩრდილოეთ ერაყი მის უფროს ვაჟს, სალფ ად-დინ ღაზი I-ს ერგო, ხოლო ალეპო და ედესა კი მის მეორე შვილს, ნურ ალ-დინს გადაეცა. ნურ ალ-დინი ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა როგორც მამამისი. 1146 წელს ინაბის ბრძოლაში მან დაამარცხა ანტიოქიის გრაფი რაიმუნდ დე პუატიე, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა. შემდეგ წელს ნურ ალ-დინმა დაიკავა ედესის დანარჩენი ტერიტორია, რომელიც ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა.[5] 1154 წელს მან მისი წარმატება დააგვირგვინა ბურიდებისგან დამასკოს დაპყრობით.[6]
ახლა უკვე, როგორც დამასკოს მმართველი, ნურ ალ-დინის წარმატება კვლავ გრძელდებოდა. ჯვაროსნებთან ბრძოლაში მან ანტიოქიის მთავარი რენო დე შატიიონი ტყვედ ჩაიგდო და მისი ტერიტორიები მნიშვნელოვნად შეამცირა. 1160-იანი წლებისთვის ნურ ალ-დინი ფატიმიდთა ხალიფატის მიწების გასაკონტროლებლად კონკურენციას უწევდა იერუსალიმის მეფე ამალრიკ I-ს. საბოლოო ჯამში, 1169 წელს ნურ ალ-დინის ქურთი მხედართმთავარი, შირუხი წარმატებული აღმოჩნდა ეგვიპტის დაპყრობაში. შირუხის შვილიშვილმა და უკვე ეგვიპტის მმართველმა სალადინმა, იმთავითვე უარყო ნურ ალ-დინს გავლენა.[7]
ნურ ალ-დინი დამსჯელი ექსპედიციისთვის ემზადებოდა, რომლის მიზანი ეგვიპტის დაპყრობა და სალადინის დაემორჩილება იყო, მაგრამ ის 1174 წელს უეცრად გარდაიცვალა. მისი მცირე წლოვანი მემკვიდრე ას-სალიჰ ისმაილ ალ-მალიკი იძლულებული გახდა ალეპო დაეტოვებინა, რომელსაც ის 1181 წლამდე მართავდა. მოგვიანებით ის უეცრად მოკლეს და ტახტზე მის ნათესავი, მოსულის ათაბაგი ავიდა. ორ წელიწადში სალადინმა ალეპო დაიპყრო, რამაც ბოლო მოუღო ზენგიდთა მმართველობას სირიაში.
ზენგიდი პრინცები ჩრდილოეთ ერაყის მმართვას XIII საუკუნემდე აგრძელებდნენ; მოსულს 1234 წლამდე მართავდნენ; მათი მმართველობა საბოლოოდ 1250 წელს შეწყდა.