დორილეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სტელა ზევსის გამოსახულებით დორილეადან

დორილეა (ბერძ. Δορύλαιον) — ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ანატოლიაში. დღეს ამ ქალაქიდან შემორჩენილია ნანგრევები. ახლა მის ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქი ესქიშეჰირი (თურქეთი).

დორილეა მდებარეობდა ესქიშეჰირიდან 10 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. ამ ადგილს დღეს კარაჩა ჰისარი ეწოდება. ძვ. წ. IV საუკუნის ბოლოს დორილეა გადაიტანეს დღევანდელი ქალაქის ადგილას.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი კონტროლდებოდა ფრიგიელთა მიერ, მაგრამ შესაძლოა უფრო ძველიც კი იყოს.

დორილეა იყო რომის სავაჭრო პუნქტი. ეს ასევე იყო სავარაუდოდ მთავარი ქალაქი, საიდანაც პავლე მოციქული გაემგზავრა მეორე მისიონერულ მოგზაურობაში ახ. წ. 50 წელს. აქ არსებობდა ეპარქია მოგვიანებით, რომაულ ხანაში.

ახ. წ. III საუკუნეში ქალაქი გუთებმა დაარბიეს. რომაელთა არმია მცირე აზიაში არ იყო დიდი, ფლოტი გადავიდა ჩრდილოეთით მდებარე სინოპში, ამიტომაც დორილეა დაუცველი გახდა. გუთები შეიჭრნენ შავი ზღვის პირა რეგიონიდან — ტრანსდუნაიდან. საფრთხის გამო, მოსახლეობამ ქანდაკებები გამოიყენა კედლების აღსამართად, რათა დაეცვათ საკუთარი თავი მომხდურებისგან.

რომის იმპერიის გაყოფის შემდეგ, დორილეა შევიდა ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში.

1071 წლის მანასკერტის ბრძოლის შემდეგ ქალაქი თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს.

ჯვაროსნული ლაშქრობების დროს დორილეასთან გაიმართა ორი ბრძოლა. 1097 წელს ჯვაროსნებმა დაამარცხეს თურქები და ქალაქი დაიპყრეს. ამ გამარჯვებით მათ ხელში ჩაიგდეს დიდი ალაფი. დორილეა ბიზანტიას გადასცეს.[2] 1147 წელს მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს დორილეასთან დამარცხდნენ გერმანელები კონრად III-ის მეთაურობით.

1175 წელს, დორილეა გაამაგრა ბიზანტიის იპერატორმა — მანუელ I კომნენოსმა, მაგრამ 1176 წელს მირიოკეფალის ბრძოლის შემდეგ ქალაქი თურქებმა დაიპყრეს.[2] როგორც ჩანს მანუელმა არ დაანგრია ქალაქის საფორტიფიკაციო ნაგებობები ბრძოლაში დამარცხებს შემდეგ და სულთანს მოსალაპარაკებლად გაუგზავნა ელჩები. ამის საპასუხოდ სულთანმა არ მიიტანა პირდაპირი იერიში ქალაქზე, მაგრამ ჯარი გაგზავნა მიმდებარე მენდერესის ხეობის დასარბევად.[3]

1204-1261 წლებში ქალაქი შედიოდა ნიკეის იმპერიის შემადგენლობაში. მიხეილ VIII-ის მიერ კონსტანტინოპოლის დაბრუნების შემდეგ დორილეა ბიზანტიას დაექვემდებარა.

1289 წელს ქალაქი ოსმალეთის სულთანმაოსმან I-მა დაიპყრო.

მუსლიმური წყაროების მიხედვით დორილეაში მდებარეობდა ცხელი წყლის წყაროები.[4]

საეკლესიო ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიზანტიის შემადგენლობაში შესვლის შემდეგ აქ იყო საეპისკოპოსო. დორილეის ეპისკოპოსი ემორჩილებოდა სინადის მიტროპოლიტს.

IV-დან IX საუკუნემდე ცნობილია დორილეის შვიდი ეპისკოპოსი, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია ევსები დორილეელი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lindner, R.P., (2007) Explorations in Ottoman Prehistory, Published by University of Michigan Press. ISBN 0-472-09507-2
  • Treadgold, Warren (1997). A History of the Byzantine State and Society. Stanford University Press. ISBN 0-8047-2630-2. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Catholic Encyclopedia
  2. 2.0 2.1 Dorylaeum. Catholic Encyclopedia. ციტირების თარიღი: 2007-02-17.
  3. Treadgold, p. 649.
  4. Lindner, p. 62

კოორდინატები: 39°47′ ჩ. გ. 30°31′ ა. გ. / 39.783° ჩ. გ. 30.517° ა. გ. / 39.783; 30.517