მასუდ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მასუდ I
ركن الدین مسعود
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1116
მმართ. დასასრული: 1156
წინამორბედი: მალიქ-შაჰი
მემკვიდრე: ქილიჩ-არსლან II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1095
გარდ. თარიღი: 1156
შვილები: ქილიჩ-არსლან II
სრული სახელი: Rukn al-Dīn Mas'ūd
მამა: ქილიჩ-არსლან I
რელიგია: სუნიზმი

მასუდ I, აგრეთვე ცნობილი როგორც რუქნ ად-დინ მასუდი (თურქ. I. Rükneddin Mesud; სპარს. ركن الدین مسعود; არაბ. ركن الدين مسعود‎‎; დ. 1095 — გ. 1156) — ქილიჩ-არსლან I-ის შვილი, რუმის სულთანი 1116-1156 წლებში, გარდაცვალებამდე.

მასუდ I-ის მამის, ქილიჩ-არსლან I-ის გარდაცვალების შემდეგ[1], რუმის სულთანი გარდაცვლილის ძმა — მალიქ-შაჰი გახდა. დანიშმენდების დახმარებით, მასუდმა დაიპყრო კონია და 1116 წელს მალიქ-შაჰი დაამარცხა, მოგვიანებით, დააბრმავა, ხოლო საბოლოოდ — მოკლა იგი. 1125 წლისთვის, სასულთნოში არსებული ვითარება მისთვის არახელსაყრელი აღმოჩნდა, რის გამოც, იგი კონსტანტინოპოლში გაიქცა. ამის შემდეგ, სულთანი დანიშმენდებთან გაერთიანდა, საკუთარი ძმა დაამარცხა და კვლავ რუმის სასულთნოში დაბრუნდა.

1130 წელს, მასუდ I-მა ალაედინის მეჩეთის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მოგვიანებით, 1221 წელს დასრულდა[2].

ალაედინის მეჩეთი

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მმართველობის მიწურულს, სულთანი მეორე ჯვაროსნული ლაშქრობაში მონაწილე არმიათა წინააღმდეგ იბრძოდა. ფაქტობრივად, მას ორი არმიასთან მოუხდა შებრძოლება — პირველ მათგანს გერმანიის მეფე კონრად III მეთაურობდა , ხოლო მეორეს — საფრანგეთის მეფე ლუი VII. მასუდ I-მა ორივე ჯვაროსნული არმია დაამარცხა, პირველი 1147 წელს, ესქიშეჰირში, ხოლო მეორე — 1148 წელს, დენიზლში[3] .

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მასუდ I-ის გარდაცვალების შემდეგ, რუმის მომდევნო სულთანი მისი ვაჟი, ქილიჩ-არსლან II გახდა, ხოლო მისი ერთ-ერთი ქალიშვილი ბიზანტიის იმპერატორ იოანე II-ის ძმაზე, იოანე ცელეპეს კომნენოსზე დაქორწინდა, რომელმაც შემდეგ ისლამი მიიღო[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • История Турции в средние века и новое время:Учебное пособие. — 1992. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 5-211-02201-7
  • Сельджуки. Кочевники - завоеватели Малой Азии. — 2004. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 5-9524-0949-0
  • История Византийской империи. В 5 т. — 2005. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 5-271-03856-4

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Anatolia in the Period of the Seljuks and the Beyliks, Osman Turan, The Cambridge History of Islam, Ed. Peter Malcolm Holt, Ann K. S. Lambton and Bernard Lewis, (Cambridge University Press, 1970), 239.
  2. Konya, Julie A. Miller, International Dictionary of Historic Places: Southern Europe, Ed. Trudy Ring, Robert M. Salkin, Sharon La Boda, (Fitzroy Dearborn Publishers, 1995), 381.
  3. Martin Sicker, The Islamic World in Ascendancy: From the Arab conquests to the siege of Vienna, (Praeger Publishers, 2000), 77.
  4. The Turkish Element in Byzantium, Eleventh-Twelfth Centuries, Charles M. Brand, Dumbarton Oaks Papers, Vol. 43, (1989), 20.
წინამორბედი:
მალიქ-შაჰი
რუმის სულთანი
1116–1156
შემდეგი:
ქილიჩ-არსლან II