თამაზ I

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შაჰ-თამაზი)
თამაზ I
სეფიანთა ირანის მე-2 შაჰი
მმართ. დასაწყისი: 1524
მმართ. დასასრული: 14 მაისი 1576
წინამორბედი: ისმაილ I
მემკვიდრე: ისმაილ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 3 მარტი 1514
დაბ. ადგილი: ისპაჰანი, ირანი
გარდ. თარიღი: 14 მაისი 1576
გარდ. ადგილი: ყაზვინი, ირანი
შვილები: ალი-ყული მირზა
მუჰამად ხუდაბანდა
ისმაილ II
მურად მირზა
სულეიმან მირზა
ჰეიდარ მირზა
მუსტაფა მირზა
მაჰმუდ მირზა
იმამ-ყული მირზა
ალი მირზა
აჰმად მირზა
აბედინ მირზა
მუსა მირზა
დინასტია: სეფიანები
მამა: ისმაილ I
დედა: თაჯლუ ხანუმი
რელიგია: შიიტური ისლამი

თამაზ I, შაჰ-თამაზი (სპარს. طهماسب [tæhˈmɔːsb] დ. 3 მარტი, 1514, სოფ. შაჰაბადი, ისპაანის ახლოს ― გ. 14 მაისი, 1576, ყაზვინი (?)) ― ირანის შაჰი 1524–1576 წლებში, სეფიანთა დინასტიის წარმომადგენელი, ისმაილ I-ის ვაჟი. მასზე დიდხანს სეფიანთა იმპერია არავის უმართავს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაზი ტახტზე ავიდა 10 წლისა. მამამისის გარდაცვალების შემდეგ იმპერია ქაოსმა მოიცვა. სახელმწიფოს ფაქტობრივად განაგებდნენ ყიზილბაშურ ტომთა ბელადები. მის კარზე დაწინაურდნენ თურქმენული ტომები: რუმლუ, შამლუ, უსთაჯლუ, თექეულუ, ავშარი და ყაჯარი. 1532 წელს თამაზ I შეებრძოლა მათ და განამტკიცა ცენტრალური ხელისუფლება. სეფიანთა სახელმწიფოს შეუერთა შირვანი (1538) და შაქი (1551). 1555 წელს მიეხმარა დიდ მოგოლ ჰუმაიუნს ტახტის დაბრუნებაში, რისთვისაც მიიღო ყანდაარი.

თამაზ I-ს ხანგრძლივი ომი ჰქონდა ოსმალეთთან (1532–1555). ამის გამო მან 4-ჯერ (1541,1547,1551 და 1554 წ.წ) ილაშქრა ქართლის სამეფოში. ბოლო ლაშქრობის დროს, 1554 წელს 30 000 ტყვე წაიყვანა სეფიანთა ირანში. 1555 წელს ოსმალეთთან დადო ამასიის ზავი, რომლის მიხედვითაც სეფიანებმა და ოსმალებმა გაინაწილეს კავკასია, ხოლო ერაყი თურქების ხელში გადავიდა. ტერიტორიის შემცირების გამო თამაზმა დედა-ქალაქი იმპერიის დასავლეთ ნაწილში მდებარე თავრიზიდან ყაზვინში გადაიტანა. ამავე დროს თითქმის განუწყვეტლად ებრძოდა ხორასანში უზბეკ ხანებს. 1565 წელს მან გააუქმა გადასახადი თამღა. საინტერესოა თამაზ I-ისა და ოსმალეთის ელჩების საუბრის ჩანაწერი (შაჰ-თამაზ I-ის თეზქერე).

შაჰ-თამაზი 1576 წელს გარდაიცვალა ყაზვინში, რის შემდეგაც სეფიანთა ირანში დაიწყო დინასტიური ომი მის ვაჟებს შორის. შიდა დაპირისპირება 4 თვით გაიწელა და აგვისტოში დასრულდა. სეფიანთა მე-3 შაჰი გახდა თამაზის მესამე ვაჟი, ისმაილ II, რომელმაც ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ დახოცა 9 ძმა და ბიძაშვილები.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1. შაჰზადე სულთან ალი-ყული მირზა (1528–1529).

2. მუჰამად ხუდაბანდა 1532–1595

3. ისმაილ II 1537–1577.

4. შაჰზადე სულთან მურად მირზა 1538–1545, ყანდაჰარის გუბერნატორი 1545 წელს.

5. შაჰზადე სულთან სულეიმან მირზა (1553 – მოკლეს 2 ნოემბერი, 1576, შირაზის გუბერნატორი 1555–1558 წლებში, მეშჰედის გუბერნატორი 1567–1573 წლებში.

6. შაჰზადე სულთან ჰეიდარ მირზა 1554 – მოკლეს აგვისტო, 1576.

7. შაჰზადე სულთან მუსტაფა მირზა (1556 – მოკლეს 2 ნოემბერი, 1576.

8. შაჰზადე სულთან მაჰმუდ მირზა 1557 – მოკლეს 24 თებერვალი, 1577, შირვანის გუბერნატორი 1566–1567 წლებში, ლაჰიჯანის გუბერნატორი 1567–1571 წლებში.

9. შაჰზადე სულთან ალი მირზა 1559–1642, განჯის გუბერნატორი 1570–1577 წლებში.

10. შაჰზადე სულთან აჰმად მირზა (1560 – მოკლეს 24 თებერვალი, 1577.

11. შაჰზადე იმამ–ყული მირზა 156224 თებერვალი, 1577.

12. შაჰზადე სულთან ზეინალ აბედინ მირზა (მოკლეს 24 თებერვალი, 1577.

13. შაჰზადე სულთან მუსა მირზა (მოკლეს 24 თებერვალი, 1577.

ქალიშვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1. გევჰერ სულთან ბეგუმი (1540–1577), დაქორწინდა იბრაჰიმ მირზაზე.

2. ფერიჰან ხანუმი (1548–1578), დაქორწინდა ბადი–ალ ზამან მირზაზე, ბაჰრამ მირზას ვაჟზე.

3. ჰატიჯე სულთან ბეგუმი, დაქორწინებული იყო ორჯერ:

პირველად ჯამშიდ ხან გილანზე,

მეორედ მირ ნიმეთულაჰ იაზდი ზულ–ნურაინზე.

4. ზეინაბ ბეგუმი (1550–1641).

5. მერიემ სულთან ბეგუმი (1551–1608), დაქორწინდა ხან აჰმად ხანზე.

6. ბეგუმ ხანუმი, დაქორწინდა მუსიბ ბეგ ხანზე, მუჰამედ ხან თაქაჰის ვაჟზე.

7. ხანიშ ბეგუმი (გარდაიცვალა 1590).

8. ფატიმა სულთან ბეგუმი.

9. შაჰბანუ ხანუმი, დაქორწინდა ემირ სალმან ხან უსტაჯლუზე, ალი–ყული მირზა უსტაჯლუს ვაჟზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]