ევგრაფი შევარდნაძის სტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ევგრაფი შევარდნაძის სტადიონი
Lanchkhuti Stadium.jpg
სრული სახელი ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ლანჩხუთის გურიას სტადიონი
მდებარეობა ლანჩხუთი, საქართველო.
აშენდა 1987
გაიხსნა 2 მარტი, 1987
აღდგა 2012
მესაკუთრე საქართველოს მთავრობა
საფარი ბუნებრივი
არქიტექტორი მანუჩარ მახათაძე (რეკონსტრუქცია)
ტევადობა 22,000 (ძველი სტანდარტით). 10,000 (რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ)
გუნდები
გურია ლანჩხუთი

ევგრაფი შევარდნაძის სტადიონი — ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სპორტული სტადიონი ლანჩხუთში, საქართველო. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის ლანჩხუთის „გურიას“ საშინაო მოედანი. იტევდა 22 000 მაყურებელს, რეკონსტრუქციის შემდეგ ეს მაჩვენებელი 10 000 მდე შემცირდა.[1].

მშენებლობის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომამდე სტადიონის ტერიტორიაზე მხოლოდ კომისარიატის შენობა იდგა. 1946 წელს ამჟამინდელი სტადიონის ტერიტორიაზე პირველად მოეწყო შესაფერისი მოედანი. მოგვიანებით ხის ნაგებობა კაპიტალური შენობებით შეიცვალა და ამასთან ერთდ იცვლებოდა სტადიონის ტევადობაც. თავიდან 5 000 მაყურებელს იტევდა, შემდეგ 7 000-მდე გაიზარდა და ბოლოს 10 000-ს გადააჭარბა. ნათელი გახდა, რომ რაიონი ფეხბურთით სუნთქავდა. მას შემდეგ რაც გურია უმაღლეს ლიგაში აღზევდა, ცხადია არსებული ნაგებობები მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელთა გუნდის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაახლებლად დამატებითი ღონისძიებების შესახებ. ამ დადგენილებებით გათვალისწინებული იყო ფეხბურთოს ცენტრალური სტადიონის სპორტული კომპლექსის, სოფ. გრიგოლეთის სასწავლო-საწვრთვნელი ბაზის რეკონსტრუქცია და კეთილმოწყობა. კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1987 წლის 1 იანვარს და დამთავრდა იმავე წლის 2 მარტს. სტადიონის ტევადობა საგრძნობლად იქნა გაზრდილი და ახლა იგი 22,000 მაყურებელს იტევდა. დაიდგა პროჟექტორის ანძები, მეტალის კონსტრუქციებით დამონტაჟდა ტრიბუნები და ჰელიოდანადგარები, ალიუმინის ვიტრაჟები, უზრუნველყოფილი იქნა ელექტროენერგიით, დაიდგა ახალი ელექტროსაინფორმაციო ტაბლო, გამოიცვალა სადრენაჟო სისტემა. ეს სამუშაოები შეასრულა ტრესტ კავკასიის ელექსელმშენმა. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტრომ მოაწყო სტადიონთან მისასვლელი გზები. საქართველოს კავშირგამბულობის სამინისტრომ უზრუნველყო სტადიონის რადიოფიცირებისა და ტელეფონიზაციის სამუშაოები. შეიცვალა სატელევიზიო ანძებიც.

დღევანდელი მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს სტადიონი ტევადობის მიხედვით ფაქტობრივად მესამეა საქართველოში, ბორის პაიჭაძისა და მიხეილ მესხის სტადიონების შემდეგ და ამ მაჩვენებლით ქუთაისის რამაზ შენგელიას სტადიონსაც კი აღემატება, მაგრამ ამის მიუხედავად სტადიონი დღეს სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფო რეკონსტრუქციას საჭიროებდა. რეკონსტრუქცია დაწყებულია ტრიბუნის 2/3 დაინგრა, რადგან ამორტიზირებული იყო, გამოიცვალა სადრენაჟო და სარწყავი სისტემა, ასესევე მინდვრის საფარი, დარჩენილ ტრიბუნზე დაგიდგა ახალი ხის საერთო სკამები თუმცა ეს დროებით, უახლოეს მომავალში დადგმება ინდივიდუალური სკამები, შეკეთდა გასახდელები.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]