ბასილი დიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბასილი.
ბასილი დიდი
Basile le grand.jpg
დაიბადა 329[1] [2] [3] [4]
კაისერი[3] [5]
გარდაიცვალა 379[6] [3]
კაისერი
ხსენების დღე 2 იანვარი[7]
მოღვაწეობა თეოლოგი[6] , კათოლიკე მღვდელი[8] , ფილოსოფოსი[6] , მწერალი[9] [6] , ეპისკოპოსი[9] და catholic deacon[8]
ენა ძველი ბერძნული ენა და ლათინური ენა[9]
მეუღლე

ბასილი დიდი, ბასილი კესარიელი (დ. დაახლოებით 330, კესარია, კაპადოკია ― გ. 1 იანვარი, 379, იქვე) — ქრისტიანული ეკლესიის მოღვაწე, ეკლესიის წმინდა მამათაგანი, თეოლოგი, მქადაგებელი, მწერალი. გრიგოლ ღვთისმეტყველის მეგობარი.

სწავლობდა კესარიაში, შემდეგ კონსტანტინოპოლისა და ათენის ფილოსოფიურ სკოლებში. ათენიდან დაბრუნების შემდეგ ერთხანს იყო რიტორიკის მასწავლებლად. დაახლოებით 30 წლისამ მიიღო ქრისტიანობა და იმოგზაურა ცნობილი განდეგილების მოსანახულებლად სირიაში, პალესტინასა და ეგვიპტეში. პონტოში დაბრუნებულმა დააარსა მონასტერი. 370 წელს გახდა კესარეის ეპისკოპოსი, ამასთანავე კაპადოკიის მიტროპოლიტი და პონტოს ეგზარქოსი. ცდილობდა მოეხდინა აღმოსავლეთის ეკლესიის ძალთა კონსოლიდაცია არიანელობის წინააღმდეგ. ქადაგებდა ასკეტიზმს, მხარს უჭერდა მონაზვნობას. ცდილობდა შეერიგებინა აღმოსავლეთის ეპისკოპოსები დასავლეთ ეკლესიასთან. ბასილი დიდი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოღვაწედ ითვლება ძველ ქართულ მწერლობაში. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია „ევქუსთა დღეთაჲ“, რომელშიც განმარტებულია ბიბლიური კოსმოგონია. აღწერილია სამყაროს შექმნის ექვსი დღე; განხილულია ანტიკური მეცნიერთა შეხედულებები „საგანთა პირველსაწყისის შესახებ“. ბასილი დიდის უმთავრესი თხზულებანი ქართულად უთარგმნიათ ექვთიმე და გიორგი მთაწმიდლებს, ეფრემ მცირეს და სხვებს. არსებობს მოსაზრება, რომ ეროვნებით იგი კაპადოკელი ქართველი უნდა ყოფილიყო (მისი ძმაა გრიგოლ ნოსელი). ბასილი დიდის ცხოვრება აღწერეს გრიგოლ ნაზიანელმა და ამფილოქე იკონიელმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. http://www.treccani.it/enciclopedia/basilio-di-cesarea-detto-il-grande-santo_%28Enciclopedia-Italiana%29/
  2. Biblioteca Virtual Miguel de Cervantes — 1999.
  3. 3.0 3.1 3.2 Любкер Ф. Basilius // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 205.
  4. Trove — 2009.
  5. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118637797 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 BeWeB
  7. Calendarium Romanum: Ex decreto Sacrosancti Œcumenici Concilii Vaticani II instauratum auctoritate Pauli PP. VI promulgatum. Editio typicaCivitas Vaticana: 1969. — გვ. 23.
  8. 8.0 8.1 Catholic-Hierarchy.orgUSA: 1990.
  9. 9.0 9.1 9.2 Mirabile: Digital Archives for Medieval CultureSISMEL – Edizioni del Galluzzo.