თეთრყელა კვერნა
იერსახე
| თეთრყელა კვერნა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Martes foina | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 29672 | |||||||||||||||
| გავრცელება | |||||||||||||||
|
| |||||||||||||||
| |||||||||||||||
თეთრყელა კვერნა, თეთრგულა კვერნა, ქვის კვერნა (ლათ. Martes foina) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, შუა და წინა აზიაში, ტიბეტში, რუსეთში. ბინადრობს მრავალგვარ სტაციაში: ტყეში, უტყეო ადგილებში, ბუჩქნარებში, პარკებში, კულტურულ ლანდშაფტში, კლდოვან ქვანაყარ კომპლექსებში, დასახლებულ ადგილებში. აღწევს ზღვის დონიდან 4000 მ-მდე. არის რამდენიმე ქვესახეობა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ ის მიჩნეულია მცირე საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენუქიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 7.
