ზღმარტლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ზღმარტლი
Medlar pomes and leaves.jpg

ზღმარტლი (Mespilus) — ფოთოლმცვივანი მცენარეების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მისი ერთადერთი სახეობა — ჩვეულებრივი ზღმარტლი (Mespilus germanuca) ტანდაბალი (3-6 მ-მდე სიმაღლის) ეკლიანი ხე ან ბუჩქია. აქვს ლანცეტა ან კვერცხისებრი მოკლეყუნწიანი ფოთლები და დიდი, თეთრი მარტოული ყვავილები; ნაყოფი მომრგვალო კენკრაა; რბილობი მაგარი, უკვე გადამწიფებული რბილი და ტკბილია, იჭმევა. ველურად გვხვდება ირანში, მცირე აზიაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, კავკასიაში, ყირიმსა და თურქმენეთში. საქართველოში იზრდება ქვეტყედ მთის ქვედა და შუა სარტყელში, განსაკუთრებით მუხნარებში. მრავლდება თესლით, ძირკვისა და ფესვის ამონაყარით, ამრავლებენ მყნობით. ნაყოფი შეიცავს შაქრებსა და C ვიტამინს; ქერქი, ფოთლები და მკვახე ნაყოფი - მთრიმლავ ნივთიერებებს. მერქანს იყენებენ სახარატო ნაკეთობისათვის. თაფლოვანია. აშენებენ ევროპის ზოგ ქვეყანასა და აშშ-ში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]