17 აგვისტო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | აგვისტო | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
| 2013 | ||||||
17 აგვისტო არის გრიგორიანული კალენდრის 229-ე დღე (ნაკიან წლებში – 230-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 136 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1903 : ჯოზეფ პულიცერმა პულიცერის პრემია დააწესა, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი - აშშ-ის მერვე საჰაერო ბრიგადა ჰკარგავს 60 ბომბდამშენს შვენფურტ-რეგენსბურგის მისიაში.
- 1945 : ინდონეზია ნიდერლანდისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1960 : გაბონი საფრანგეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
- 1962 : აღმოსავლეთ გერმანიის მესაზღვრეებმა დახვრიტეს 18 წლის პეტერ ფეხტერი, რომელიც ბერლინის კედელზე გადაძვრობას ცდილობდა დასავლეთ ბერლინში გადაქცევად, რითაც პირველი მსხვერპლი გახდა, რომელიც ბერლინის კედელს შეეწირა.
- 1969 : მეხუთე კატეგორიის ურაგანი კამილა მისისიპის სანაპიროს დაატყდა თავს, რის გამოც 248 ადამიანი დაიღუპა და $1,5 მილიარდის ზარალი გამოიწვია.
- 1970 : ვენერა 7-ის გაშვება მოხდა, რომელიც მოგვიანებით პირველი კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელმაც სხვა პლანეტიდან ინფორმაციის გადაცემა შეძლო.
- 1974 : ჰავანაში პირველი მოყვარულ მოკრივეთა ჩემპიონატი გაიმართა.
- 1979 : აეროფლოტის ორი სამგზავრო თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა უკრაინის საჰაერო სივრცეში, რის გამოც 156 ადამიანი დაიღუპა.
- 1988 : პაკისტანის პრეზიდენტი მუჰამად ზია-ულ-ჰაქი და აშშ-ის ელჩი არნოლდ რაფელი ავია კატასტროფაში დაიღუპნენ.
- 1998 : მონიკა ლევინსკის სკანდალი - აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი აღიარებს, რომ "შეუფერისი ფიზიკური ურთიერთობა" ჰქონდა თეთრი სახლის პრაქტიკანტ მონიკა ლევინსკისთან.
- 1998 : ეკონომიკური კრიზისის პიკზე რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დეფოლტი გამოაცხადა.
- 1999 : 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა იზმირში, თურქეთი, რის გამოც 17.000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 44.000 მძიმედ დაშავდა.
- 2005 : ებრაელი ახალმოსახლეების პირველი იძულებითი ევაკუაცია განხორციელდა ოკუპირებული მიწებიდან ისრაელის ცალმხრივი გამოსვლის გეგმით.
- 2009 : აფეთქებამ საიან-შუშენსკოეს ჰიდროელექტროსადგურზე ათობით ადამიანი იმსხვერპლა და აღმოსავლეთ ციმბირის ქალაქებში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1601 : ფერმა, პიერ - ფრანგი მათემატიკოსი
- 1629 : იოანე III - პოლონეთის მეფე
- 1844 : მენელეკ II - ეთიოპიის იმპერატორი
- 1864 : ჰუსეინ, რაჰმი გურფინარი - თურქი მწერალი.
- 1875 : ჯავახიშვილი, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე - ქართველი გეოგრაფი და ანთროპოლოგი
- 1887 : კარლოს I - ავსტრიის იმპერატორო
- 1932 : ვ. ს. ნაიპაული - ინდოელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურიატი
- 1935 : ტაბაკოვი, ოლეგ - რუსი მსახიობი
- 1943 : დე ნირო, რობერტ - ამერიკელი მსახიობი
- 1960 : პენი, შონ - ამერიკელი მსახიობი
- 1977 : ანრი, ტიერი - ფრანგი ფეხბურთელი
- 1977 : გალასი, უილიამ - ფრანგი ფეხბურთელი
- 1977 : ტურუნენი, ტარია - ფინელი მომღერალი (Nightwish)
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1106 : ჰაინრიხ IV - გერმანიის მეფე
- 1304 : გო-ფუკაკუსა - იაპონიის იმპერატორი
- 1657 : ბლეიქი, რობერტ - ინგლისელი ადმირალი
- 1786 : ფრედერიკ II - პრუსიის მეფე
- 1969 : შტერნი, ოტო - გერმანელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურიატი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- შვიდი ეფესელი ყრმა: მაქსიმილიანე, იამბლიქო, მარტინიანე, იოანე, დიონისე, ექსაკუსტოდიანე (კონსტანტინე) და ანტონინე
- ღირსმოწამე ევდოკია (IV)
- წმინდა ელეფთერი
- კოზმა მოციქულთასწორი
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის