ფერენც ლისტი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფერენც ლისტი

ფერენც (ფრანც) ლისტი (უნგ. Liszt Ferenc, გერმ. Franz Liszt) (დ. 22 ოქტომბერი, 1811 — გ. 31 ივლისი, 1886) — უნგრელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

9 წლისამ უკვე პირველი კონცერტები გამართა. 1825 წელს პარიზში დადგა პირველი ოპერა „დონ სანჩო“. 1830 წლის ივლისში, დაწერა „რევოლუციური სიმფონია“. 183847 ევროპულ ქვეყნებში ტრიუმფალური გასტროლების შემდეგ ლისტი აღიარებული იქნა გენიალურ პიანისტად, რომელმაც გადატრიალება მოახდინა საფორტეპიანო ხელოვნებაში. 1848 წლიდან ცხოვრობდა ვაიმარში. 11 წლის განმავლობაში დადგა 43 ოპერა (მათ შორის მოცარტის, ბეთჰოვენის, ვაგნერის ოპერები). ვაიმარში შექმნა მისი საუკეთესო ნაწარმოებები: „ფაუსტ სიმფონია“ (1857), „ღვთაებრივი კომედია“ (1856), „რა ისმის მთაზე“ (1857), „ტასო“ (1856), „ორფევსი“ (1854), „პრომეთე“ (1855) და მრავალი სხვა. ლისტს დიდი ღვაწლი მიუძღვის უნგრეთის საკომპოზიტორო და საშემსრულებლო სკოლების დაარსებასა და განვითარებაში.

პირადი ხელსაწყოები