ფრანც იოზეფ I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იმპერატორი ფრანც იოზეფ I

ფრანც იოზეფ I (გერმ. Franz Joseph I., უნგრ. I. Ferenc József, ჩეხ. František Josef I.; დ. 18 აგვისტო 1830, ვენა — გ. 21 ნოემბერი 1916, იქვე) — ავსტრიის იმპერატორი, უნგრეთის მეფე 1848-1916 წლებბში, ჰაბსბურგ-ლოთარინგელთა გვარიდან. ჩაახშო 1848-1849 წლების რევოლუციები ავსტრიასა და უნგრეთში. აღადგინა აბსოლუტიზმი. ავსტრიის იმპერია ავსტრია-უნგრეთის მონარქიად გარდაქმნა (1867 წ.). მისმა მთავრობამ ჩაახშო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. 1879 წელს ფრანც იოზეფ I-მა ხელი მოაწერა გერმანიასთან სამოკავშირეო ხელშეკრულებას, რომელიც სამთა კავშირის (1882 წელი) საფუძველი გახდა. მისმა ექსპანსიონისტურმა პოლიტიკამ ბალკანეთში ხელი შეუწყო პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) დაწყებას.

ლიტერატურა[რედაქტირება]