იან სიბელიუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sibélius 1889-90.gif

იოჰან იულიუს ქრისტიან იან სიბელიუსი (ფინ. Jean Sibelius; დ. 8 დეკემბერი 1865, ჰამელინა, ფინეთი - გ. 20 სექტემბერი 1957, იარვენპია, ფინეთი) - ფინელი კომპოზიტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

იან სიბელიუსი დაიბადა 8 დეკემბერის 1865 წელს ფინეთში. იყო ექიმი ქრისტიან გუსტავ სიბელიუსის და მარია შარლოტა ბორგის მეორე, სამი შვილიდან. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი შვედურ ტრადიციებს მისდევდა, სიბელიუსი სასწავლებლად ფინურ საშუალო სკოლაში გაუშვეს. 1885 წელს შევიდა ჰელსინკის უნივერსიტეტში, მაგრამ კომპოზიტორს იურისტობა არ უნდოდა და მალე მუსიკალურ სკოლაში გადავიდა, სადაც მარტინ ბეგელიუსის საუკეთესო მოსწავლე გახდა. სიბელიუსის მუსიკა, დაწერილი პირველ წლებში შესრულებული იყო ამავე მუსიკალური ინსტიტუტის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ. 1889 წელს სიბელიუსმა მიიღო სტიპენდია, რათა ესწავლა მუსიკის თეორია ალბერტ ბეკერთან ბერლინში. შემდეგ წელს გაკვეთილებს კარლ გოლდმანისა და რობერტ ფუქსისგან იღებდა ვენაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]