ვიკიპედიიდან
ჩარლზ-ვალენტინ ალკანი (30 ნოემბერი 1813 - 29 მარტი 1888) - ფრანგი კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი. მისი ებრაული წარმომავლობა აისახა როგორც მის ნაწარმოებებზე ასევე მის ცხოვრებაზე. 6 წლის ასაკში იგი შეიყვანეს პარიზის კონსერვატორიაში და რამდენიმე წელიდაწდში უკვე აღიარებული პიანისტი გახდა , ხოლო შემდგომში კი გალხდათ შესანიშნავი კომპოზიტორი და მასწავლებელი ახალგაზრდობაში. იგი გახლდათ გამოჩენილი ფრანგი მხატვტვრის ეჟენ დელაკრუას ახლო მეგობარი. ასევე ფერენც ლისტის და ფრედერიკ შოპენის თანამოღვაწე და მეგობარი. ჩარლზ ალკანი მოღვაწეობდა და გარდაიცვალა საფრანგეთში პარიზში და დასაფლავებულია მონმარტრის სასაფლაოზე.