ფელიქს მენდელსონი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფელიქს მენდელსონი

ფელიქს მენდელსონ-ბართოლდი (გერმ. Felix Mendelssohn, სრული სახელი Jakob Ludwig Felix Mendelssohn Bartholdy — იაოკობ ლუდვიგ ფელიქს მენდელსონ–ბართოლდი); (დ. 3 თებერვალი, 1809 – გ. 4 ნოემბერი, 1847) — ებრაული წარმოშობის გერმანელი კომპოზიტორი, მუსიკაში რომანტიული მიმართულების წარმომადგენელი, განთქმული "საქორწინო მარშის" ავტორი.

მე-19 საუკუნის რომანტიკოს კომპოზიტორთა შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ფელიქს მენდელსონს. იგი არა მარტო ცნობილი კომპოზიტორია, არამედ თავისი დროის გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, დირიჟორი, პიანისტი, ორღანოზე დამკვრელი.

მართალია მენდელსონის მხატვრული სახის ჩამოყალიბებაზე დიდი ზეგავლენა მოამზადა რომანტიკულმა ხელოვნებამ, მაგრამ იგი მაინც მიისწრაფოდა კლასიკურად დახვეწილი ფორმებისაკენ და რაც მთავარია, თვით რომანტიკული სახეების ბუნება მენდელსონის შემოქმედებითი ინტერესების ვიწრო დიაპაზონზე მეტყველებს.

მენდელსონის ნაწარმოებთა ძირითადი თემატიკა დაკავშირებულია ზღაპრულ-ფანტასტიკურ სიუჟეტებთან, ბუნების სურათებთან, მაგრამ მენდელსონის შემოქმედებაში ეს თემატიკა არ ექვემდებარებოდა რომელიმე მოწინავე იდეას, მაგ: პატრიოტულ მოტივს, გმირულ პათოსს და სხვა ამგვარს. მენდელსონის შემოქმედებითი დიაპაზონი ბუნების სურათებით, რომანტიკული პეიზაჟის ვიწრო ჩარჩოთი შემოისაზღვრებოდა. იგი მოკლებულია მძაფრ დრამატულ განვითარებას, ფილოსოფიურ სიღრმეს, ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, მკაფიო ნოვატორობას.

მენდელსონის მუსიკალური მემკვიდრეობა არ არის თანაბარი მხატვრული ღირებულების თვალსაზრისის, თუმცა მისი ცალკეტული ნაწარმოები რომანტიკულ ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშთა რიცხვს მიეკუთვნება. ასეთია მაგალითად მისი უვერტიურა სიზმარი ზაფხულის ღამით, შოტლანდიური სიმფონია, სავიოლინო კონცერტი, უსიტყვო სიმღერები ფორტეპიანოსათვის და სხვა.

ხსენებული ნაწარმოებების გარდა მენდელსონის მუსიკალურ მემკვიდრეობას შეადგენს სხვადასხვა ჟანრისა და ფორმის ნაწარმოებები: 5 სიმფონია, მათ შორის რეფორმაციული, შოტლანდიური და იტალიური. 10 უვერტიურა, მათ შორის: ზღვის სიმშვიდე და ბედნიერი ცურვა, ჰებრიდები, ანუ იგივე ფინგალის გამოქვაბული, მშვენიერი მელუზინა, სიზმარი ზაფხულის რიუ-ბლაზი, 2 საფორტეპიანო და ერთი სავიოლინო კონცერტები; მრავალრიცხოვანი კამერული ანსამბლები, ზინგშპილები, საგუნდო ნაწარმოებები, კანტატები, 2 ორატორია: ილია და პავლე, მუსიკა დრამებისათვის, მრავალრიცხოვანი საფორტეპიანო პიესები, მათ შჰორის უკვე აღნიშნული, მეტად პოპულარული 48 უსიტყვო სიმღერა, ბრწყინვალე კაპრიჩიო ფორტეპიანოსატვის ორკესრტრთან ერთად, მრავალრიცხოვანი ანსამბლები.

ფელიქს მენდელსონ-ბარტოლდი დაიბადა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 1809 წელს, მდიდარი და ამასთანავე განათლებული ებრაელი ბანკირის ოჯახში, სადაც ხელოვნებისა და ლიტერატურის თაყვენისცემის ატმოსფერო სუფევდა. ასე რომ მისი პოროვნების ჩამოყალიბებისათვის იდეალური პირობები იყო შექმნილი. ამ გარემოებამ თავისებური ანაბეჭდი დაადო მთელ მის პირად ცხოვრებას. მთელი სიცოცხლის მანძილზემენდელსონს არ განუცდია მატერიალური გაჭირვება. მან ბრწინვალე მუსიკალური და ზოგადი განათლება მიიღო. გარემო წრემ და აღზრდის პირობებმა აგრეთვე მნიშვნელოვნად შეუწყეს ხელი მის ზოგად განვითარებას. მენდელსონის ოჯახში, ბერლინში, ხშირად იკრიბებოდნენ გერმანული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები: მწერლები, კომპოზიტორები, მეცნიერები, ასე, რომ, მენდელსონი ბავშვობიდანვე დაუახლოვდა ჰაინეს, გოეთეს, ვებერს და მრავალ სხვა გამოჩენილ თანამედროვე მოღვაწეს. ურთიერთობას ყოველ მათგანთან, ბინებრივია არ შეეძლო უშედეგოდ ჩაევლო. განსაკუთრებით დიდი იყო გოეთესთან ნაცნობისა და მეგობრობის როლი ჭაბუკი მენდელსონის სულიერ განვითარებაში. ბავშვობიდანვე მიიღო მენდელსონმა სერიოზული მუსიკალური განათლება. ფორტეპიანოზე დაკვრას მას ასწავლიდა მრავალმხრივი მუსიკოსი, პიანისტი და კომპოზიტორი ბერგერი, კლემენტის მოწაფე, თეორიულ საგნებში კი ბერლინის სასიმღერო კაპელის ხელმძღვანელი, გოეთეს მეგობარი კარლ ფრიდრიხკალტერი. ამასთან ერთად მან დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური განხრით. 9 წლიდან მენდელსონი გამოდიოდა საკონცერტო ესტრადაზე, სადაც ხშირად საკუთარ ნაწარმოებსაც ასრულებდა. მენდელსონმა ბავშვობიდანვე გაითქვა სახელი, როგორც დახელოვნებულმა მუსიკოსმა შემსრულებელმა.

17 წლის ასაკში, მენდელსონი ქმნის თავის ერთ-ერთ საუკეტესო ნაწარმოებს - უვერტიურას სიზმარი ზაფხულის ღამით, შექსპირის ერთსახელიანი კომედიისათვის, რომელმაც მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში საუკეტესო ქმნილებათა შორის დაიკავა ადგილი.

მენდელსონი ნაყოფიერ მუსიკალურ საზოგადობრივ მოღვაწეობას ეწეოდა როგორც დირიჟორი და შემსრულებელი. იგი ფართო პროპაგანდას უწევდა კლასიკოსთა საუკეთესო ქმნილებებს. ასე მაგ. 1829 წელს მისი ინიციატივით და მისივე ხელმძღვანელობით პირველად შესრულდა ამ უდიდესი ხელოვანის შემოქმედებისადმი, რომელიც მივიწყებას იყო მიცემული.

1829-32 წლებში ცნობილია მენდელსონის შემოქმედებაში, როგორც მოგზაურობის წლები. იგი ესტუმრა ინგლისს, შოტლანდიას, საფრანგეთს, იტალიას. მოგზაურობის მდიდარმა შთაბეჭდილებებმა გამოხატულება ჰპოვეს მის ნაწარმოებებში შოტლანდიური, იტალირუი, სიმფონიებში, უვერტიურაში ფინგალის გამოქვაბული, უსიტყვო სიმღერების 1 რვეულში.

30-40-იან წლებში მენდელსონის მოღვაწეობის აყვავების ხანაა, ფართოდ იშლება მისი საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ჯერ დიუსელდორფში (1833 წლიდან) შემდეგ კი ლაიფციგში. მრავალი წლის მანძილზე მენდელსონი ლაიფციგის ფილარმონიის სათავეში იდგა. 1835 წლიდან მას გევანდჰაუსის კონცერტების დირიჟორის საპატიო თანამდებობა ეკავა.

მისი მოღვაწეობის ხანაში გევანდჰაუზის ორკესტრი ევროპის საუკეთესო საშემსრულებლო კოლექტივთა რიცხვსჰი ჩადგა და ეს სახელი დღემდე შეინარჩუნა. ამ კონცერტებზე ჟღერდა ნაწარმოებები, რომლებიც იშვიათად სრულდებოდა. მაგ. ჰენდელის ორატორიები, ჰაიდნის სიმფონიები და ორატორიები, ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია, შუბერტის სიმფონია NO. 8 და მრავალი სხვა. ამ კონცერტებში მონაწილეობას იღებდნენ უდიდესი მუსიკოსები: შუმანი, კლარა ეიკი, შოპენი, ბერლიოზი.

მენდელსონის როგორც დიდი განმანათლებისა და საზოგადო მოღვაწის უდიდესი დამსახურება ლაიფციგის კონსერვატორიის დაარსებაში მდგომარეობს. კონსერვატორია გაიხსნა 1843 წელს, ეს იყო პირველი უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელი გერმანიაში. ამ ფაქტმა დიდი ზეგავლენა მოახდინა კონცერვატორიების გახსნაზე სხვა ქვეყნებშიც. კერძოდ რუსეთში (მაგ. პეტერბურგის კონცერვატორია, რომელიც რუბინშტეინის მიერ 1862 წ. დაარსდა).

ლაიფციგის კონსერვატორიაში ყურადღება გამახვილებული იყო კლასიკური მუსიკის საფუძვლების ცოდნაზე. იგი მიზნად ისახავდა მაღალპროფესიული მუსიკოსების აღზრდას და საერთოდ გერმანული საზოგადოების კულტურული დონის ამაღლებას. რამდენადმე გვიან კონსერვატორიამ დაკარგა თავისი პროგრესიული მნიშვნელობა და მშრალი აკადემიზმის ცენტრად იქცა.

მართალია მენდელსონი დიდად იყო დატვირთული, მაგრამ იგი მაინც აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. შემოქმედებითი გზის უკანასკნელი ათწლეული კი განსაკუთრებიტ ნაყოფიერია მის ბიოგრაფიაში. სწორედ ამ წლებში იქნა შექმნილი მაჭალმხატვრული ნაწარმოებები: შოტლანდიური სიმფონია, სავიოლინო კონცერტი, ორატორიები: პავლე და ილია, მუსიკა შექსპირის კომედიისათვის - სიზმარი ზაფხულის ღამით.

მე-19 საუკუნის 40-იან წლებში გერმანულ მუსიკალურ ცხოვრებაში მენდელსონმა მეტად დიდი და პროგრესიული როლი შეასრულა. მით უფრო საგრძნობი იყო მუსიკალური კულტურისათვის მისი უდროო გარდაცვალება 38 წლის ასაკში, 1847 წელს, მოღვაწეობის აყვავების ხანაში.

[რედაქტირება] წყაროები

  • Barenboim, Lev Aronovich (1962). Anton Grigorevich Rubinstein (2 vols.) (in Russian). Leningrad: State Musical Publishing House
  • Brown, Clive (2003). A Portrait of Mendelssohn. New Haven and London. ISBN 9780300095395. 
  • Chorley, Henry (1972). Thirty Years' Musical Recollections. New York. (Edited by Ernest Newman).
  • Conway, David, "Short, Dark and Jewish-Looking": Felix Mendelssohn in Britain, in The Jewish Year Book 2009, ed. Stephen Massil, London, 2009. ISBN 9780853038900 downloadable here
  • Conway, David (2011). Jewry in Music: Entry to the Profession from the Enlightenment to Richard Wagner. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 9781107015388. 
  • Devrient, Eduard (1869). My Recollections of Felix Mendelssohn-Bartholdy. London. (Translator: N.MacFarren).
  • Devrient, Eduard (1964). Eduard Devrient: aus seinen Tagebüchern, 2 vols. Weimar.  (in German).
  • Eatock, Colin (2009). Mendelssohn and Victorian England. Farnham, Surrey: Ashgate. ISBN 9780754666523. 
  • Articles in Grove Music Online (subscribers only):
  • Hansen, Jōrg and Gerald Vogt, "Blut und Geist" : Bach, Mendelssohn und ihre Musik im Dritten Reich, Eisenach, 2009
  • Hensel, Sebastian (1884). The Mendelssohn Family, 4th revised. London.  2 volumes. Edited by Felix's nephew, an important collection of letters and documents about the family.
  • Hiller, Ferdinand (1874). Mendelssohn: Letters and Recollections. London.  (Translator: M.E.von Glehn).
  • Locke, Ralph P. (1986). Music, Musicians and the Saint-Simonians. Chicago and London. 
  • Mellers, Wilfrid (1957). Romanticism and the Twentieth Century. London. 
  • Mendelssohn, Fanny (1994). Songs for Pianoforte 1836–37. A-R Editions, Inc.. ISBN 089579293. . Edited by Camilla Cai.
  • Mendelssohn, Felix (1888). Letters of Felix Mendelssohn to Ignaz and Charlotte Moscheles. London and Boston.  Edited by F. Moscheles
  • Mendelssohn, Felix (1986). Felix Mendelssohn, A Life in Letters. New York. ISBN 088064060X.  Edited by R. Elvers, translated by C. Tomlinson.
  • Mercer-Taylor, Peter (2000). The Life of Mendelssohn. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0521639727. 
  • Mercer-Taylor, Peter (editor) (2004). The Cambridge Companion to Mendelssohn. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0521533422. 
  • Moscheles, Charlotte (1873). Life of Moscheles, with selections from his Diaries and Correspondence. London. 
  • Rosen, Charles (1995). The Romantic Generation. Harvard. ISBN 0674779339. 
  • Sanders, L.G.D. Jenny Lind, Sullivan and the Mendelssohn Scholarship, in The Musical Times, vol 97, no.1363 (September 1956)
  • Schoeps, Julius S. (2009). Das Erbe der Mendelssohns. Frankfurt: S.Fischer Verlag. ISBN 9783100736062. 
  • Smith, Ronald (2000). Alkan: The man, the music. Kahn & Averill. ISBN 1-871082-73-0. 
  • Sterndale Bennett, R., The Death of Mendelssohn, in 'Music and Letters' vol. 36 no. 4, Oxford, 1955
  • Taruskin, Richard (2010). The Oxford History of Western Music. 3:Music in the Nineteenth Century. Oxford: Oxford University Press. ISBN 0195384833. 
  • Todd, R. Larry (editor) (1991). Mendelssohn and his World. Princeton. ISBN 0691027153. 
  • Todd, R. Larry (2003). Mendelssohn – A Life in Music. Oxford; New York: Oxford University Press. ISBN 0195110439. 
  • Wagner, Richard (1992). My Life. New York: Da Capo. ISBN 0306804816. (Translated: Andrew Grey)
  • Wagner, Richard (1995). Judaism in Music and Other Essays. Lincoln NE and London: University of Nebraska Press. ISBN 9780803297661. (Translated: W. Ashton Ellis)
  • Werner, Eric (1963). Mendelssohn, A New Image of the Composer and his Age. New York; London. 

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე