ბანი (მუსიკა)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ბანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბანი.

ბანი, თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოების შებანების, აკომპანემენტის გამომხატველი ქართული სამუსიკო ტერმინი. „დავით უცემდა ორღანოთა შებანებულითა“ (ძველი აღთქმა). სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, ბანი არის ხმის შეწყობა — „ბანი ეწოდების რა გალობასა გინა სიმღერასა სხვა ხმა შეუწყოს“.

ამჟამად ბანი ეწოდება:

  • მრავალხმიან საგუნდო ნაწარმოებში ყველაზე დაბალ ხმას;
  • აკორდის ქვედა ბგერას;
  • მამაკაცის დაბალი რეგისტრის ხმას.

ქართულ ხალხურ მუსიკაში არსებობს ბანის შემდეგი სახეობანი: მაღალი ბანი, დაბალი ბანი, შემდეგი, ბოხი, დვრინი (დვინი), დუმბო.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე